მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
დინამო თბილისი
დინამოთარიღი: შაბათი, 2009-ოქტ-03, 13:00 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 4
 წევრი No.: 105
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-03






მართალია დღეს ქართული კლუბები წარმატებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ რაც ჩვენია, ჩვენია და ჩვენ თუ არ მივხედეთ, სხვა მითუმეტეს.
დღეს ქართული ფეხბურთი რა დღეშიცაა, თითონ ხედავთ. თუმცა ხანდახან პატარ- პატარა "გამონათებები" გვაქვს; და რაც მთავარია გვაქვს იმედი წარმატებული მომავლისა.
ახლა უშუალოდ დინამოზე:
დავიწყოთ ისტორიით:
20-იანი წლები. თბილისის "დინამოს" ისტორია 1925 წლის შემოდგომიდან იღებს სათავეს-სპორტსაზოგადოება "დინამოს" ხელმძღვანელებმა საფეხბურთო გუნდი ჩამოყალიბეს. თბილისის "დინამომ" პირველი შეხვედრა 1926 წლის 6 იანვარს ბაქოელ თანაკლუბელებთან ჩაატარეს. შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. "დინამოს" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დ. ცომაია, ა. ფოჩხუა, მ. ბლანკმანი, ი. ფიოდოროვი, ნ. ანიკინი, ა. გონელი, ა. პივოვაროვი, ო. გოლდობინი, ა. გალპერინი, ს. მასლენნიკოვი და ვ. ცომაია. 3 დღის შემდეგ "დინამომ" ბაქოს მეორე კლუბს "პროგრესს" უმასპინძლა და ამჯერად იოლად სძლია მეტოქეს - 3:0. მიუხედავად იმისა, რომ 30-ინი წლების შუაწელში ქართველი ფეხბურთელების სიძლიერე აშკარაა ("დინამო" თბილისში 9:5 ამარცხებს რუსული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს მოსკოვის "დინამოს", ლენინგრადის "დინამოს" კი 3:2-ს უგებს), საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ 1936 წელს დინამოელებს ქვეყნის პირველ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგის ნაცვლად პირველ ლიგაში მიუჩინა ადგილი. საბჭოთა ფეხბურთის მმართველი ორგანოს შეცდომა მალე "დინამომ" თავად გამოასწორა - ექვსი მეტოქიდან ხუთი დაამარცხა (დნეპროპეტროვსკის "დინამო" 5:0, მოსკოვის "ტორპედო" 2:1, მოსკოვის "მეტალურგი" 2:0, ლენინგრადის "სტალინეცი" 3:1, ლენინგრადის "სპარტაკი" 6:1), ერთთან ფრედ ითამაშა (მოსკოვის "სტალინეცი" - 1:1) და უმაღლესი ლიგის საგზურს დაეუფლა! ამ შეხვედრაში დინამოელთა ღირსება ალექსანდრე დოროხოვმა, შოთა შავგულიძემ, ედუარდ ნიკოლაიშვილმა, გრიგოლ გაგუამ, ვლადიმერ ბერძენიშვილმა, ნიკოლოზ ანიკინმა, ილია პანინმა, მიხეილ ბერძენიშვილმა, ბორის პაიჭაძემ, მიხეილ ასლამაზოვმა, ნიკოლოზ სომოვმა და ალექსანდრე აბაშიძემ დაიცვეს.
30-იანი წლები. 1936 წლის შემოდგომით თბილისელები საბჭოთა კავშირის რიგით მეორე, ”დინამოსთვის” კი პირველ ჩემპიონატში ჩაებნენ. თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ასპარეზობის მანძილზე საერთო ჯამში 1424 შეხვედრა ჩაატარა. ამ 1424 თამაშიდან ”დინამომ” პირველი მატჩი 1936 წლის 7 სექტემბერს კიევის ”დინამოსთან” ჩაატარა . ქართველ და უკრაინელ ფეხბურთელთა დაპირისპირება საყაიმო ანგარიშით - ფრედ 2:2 დასრულდა. თბილისელთაგან გოლები ნიკოლოზ სომოვმა და ბორის პაიჭაძემ გაიტანეს, გუნდის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (ედუარდ ნიკოლაიშვილი), ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი, ნიკოლოზ სომოვი. პირველი გამარჯვება ”დინამომ” თვრამეტი დღის შემდეგ, 25 სექტემბერს, მეორე ტურში, თბილისში, მოსკოვის ”სპარტაკთან” მოიპოვა. მიხეილ ბერძენიშვილის ერთადრეთმა გოლმა თამაშის ბედი ”დინამოს” სასარგებლოდ გადაწყვიტა. სადებიუტო სეზონში ”დინამომ” საბოლოოდ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა - ლენინგრადის ”კრასნაია ”ზარიასთან” 2:3 მარცხმა თბილისელებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი მოუსპო. იმავე 1936 წელს ”დინამომ” ერთი ისეთი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც დღემდე იხსენებენ საფეხბურთო ისტორიკოსები - საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების მეოთხედფინალში ქართველმა ფეხბურთელებმა მოსკოვში ადგილობრივ ”სპარტაკს” 6:3 (!) მოუგეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, რომელიც 16 აგვისტოს გაიმართა, ფრედ 3:3 დასრულდა. გამარჯვებულის გასარკვევად 4 დღის შემდეგ, მეტოქენი მეორედ წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კვლავ 3:3. დამატებით დროში კი თბილისელებს სამი უპასუხო ბურთი გააქვთ და საბოლოოდ 6:3! 1936 წელს ”დინამო” თასის გათამაშების ფინალში გადის, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მოსკოვის ”ლოკომოტივთან” 0:2 მარცხდება.

30-იანი წლების მეორე ნახევარში თბილისის ”დინამო” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია, გუნდი ორჯერ ხდება ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ ბრინჯაოს მედალს ეუფლება, ორჯერ თასის ფინალში გადის...

1937 წელს თბილისის ”დინამომ” ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა - საბჭოეთს ბასკ ფეხბურთელთა ნაკრები ესტუმრა. ”დინამო” ესპანელ მოთამაშეებს თბილისში 24 ივლისს დაუხვდა. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვების წყურვილი საოცრად დიდი იყო, იმ დროისათვის უფრო თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარმა ბასკებმა 2:0 გაიმარჯვეს.
ამის შემდეგ დინამო სულ ლიდერებს შორისაა. ყველაზე დიდი გამარჯვება კი რათქმაუნდა 1981 წლის 13 მაისია!
90-იანი წლები. 1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობენ. აქედან იწყება თბილისის ”დინამოს” უახლესი ისტორია, რომელიც მიუხედავად მოკლე პერიოდისა, საოცრად ბევრ, ხშირ შემთხვევაში კი არცთუ სასიამოვნო მოვლენას იტევს.

საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველი შეხვედრა ჩემპიონატში 1990 წლის 30 მარტსფოთის ”კოლხეთი 1913”-თან ჩაატარა. ყველასათვის მოულოდნელად, თბილისელები 0:1 დამარცხდნენ - ერთადერთი გოლი ”დინამოს” კაპიტანმა გელა კეტაშვილმა გაიტანა... საკუთარ კარში. მიუხედავად მარცხიანი სტარტისა, ”დინამომ” დაამტკიცა, რომ მეტოქეებზე ძლიერი იყო და საბოლოოდ მოიგო კიდეც ჩემპიონატი. გუნდმა ტიტული მომდევნო ცხრა პირველობაშიც შეინარჩუნა, მერე კი პოზიციების დათმობა მოუწია.

1992 წელს თბილისის ”დინამო” პირველად ეუფლება საქართველოს თასს - ფინალში თბილისელები სოხუმის ”ცხუმს” ამარცხებენ.

1993 წელს თბილისის ”დინამომ" პირველად შეასრულა ”დუბლი” - ჩემპიონატიც მოიგო და თასიც. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, დინამოელთათვის ის წელი სხვა მოვლენის გამო იყო აღსანიშნავი - გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე პირველად გავიდა!

1993 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე დაიწყო მატჩი, რომლითაც ქართული საკლუბო ფეხბურთი დიდი ევროპული ოჯახის წევრი გახდა.

ბელფასტის ”ლინფილდი” ”დინამომ” 2:1 დაამარცხა - შოთა არველაძის ლამაზმა გოლმა და გელა ინალიშვილის ჰაერივით საჭირო საგოლე დარტყმამ მთელი საქართველო გაახარა. საპასუხო შეხვედრა ბელფასტში 1:1 დასრულდა, ”დინამოც” დანიურ ”კოპენჰაგენთან” მატჩისთვის ემზადებოდა...

უეფამ საქართველოს ჩემპიონი მსაჯთა მოსყიდვის მცდელობისათვის გათამაშებიდან მოხსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მიუსაჯა. მოგვიანებით ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სასჯელი შეამცირა, თუმცა ამით გულშემატკივართა გატეხილი გული ნამდვილად არ გამთელებულა.

გუნდი ჩემპიონის ტიტულს ერთიმეორის მიყოლებით იგებდა, თასსაც კარგა ხანი არავის უთმობდა, აი, ევროტურნირებზე კი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა.
საბოლოოდ დინამოს ტიტულები ასე გამოიყურება:
ტიტულები:
სსრკ თასის მფლობელი:1976, 1979
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950, 1959, 1962, 1967, 1969, 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი: 1939, 1940, 1951, 1953, 1977
სსრკ ჩემპიონი: 1964, 1978
თასების მფლობელთა თასის მფლობელი: 1981
საქართველოს სუპერთასის მფლობელი: 1996, 1997, 1999, 2005
საქართველოს თასის მფლობელი: 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 2003, 2004
საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1992, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2003, 2005, 2008
დსთ-ს თასის მფლობელი: 2004
იმედია მომავალში დინამო კვლავ გაახარებს ქართველ ქომაგს. მე ყოველმხრივ შევეცდები უახლესი ინფორმაციები მოგაწოდოთ ამ კლუბზე ;)

დამატებულია (2009-10-03, 1:00 Pm)
---------------------------------------------
სურათებს ვერ ვდებ vax


დარეკეთ ნომერზე 30-30 და ფონდ "იავნანას" ანგარიშზე ავტომატურად გადაირიცხება 1 ლარი.
შემოგვიერთდით ერთად დავუბრუნოთ ბავშვები ოჯახებს.
 
რეპუტაცია: 0
acdachiთარიღი: შაბათი, 2009-ოქტ-03, 14:42 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 3
 წევრი No.: 103
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-03






[/b]დინამოს ამჟამინდელი შემადგენლობა

მ ე კ ა რ ე ე ბ ი:
1-გიორგი ლორია 1/27/1986
12-გიორგი სომხიშვილი

მ ც ვ ე ლ ე ბ ი:
3-გულვერდ თომაშვილი 10/13/1988
7-გურამ კაშია 4/7/1987
13-მარკოს ჩარასი 13/05/1983
16-მილოშ კრშკო 10/23/1979
22-შოთა კაშია 10/22/1984
24-ლევან კაკუბავა 15/10/1990
5- ლაშა ჩადუნელი 14/01/1990

ნ ა ხ ე ვ ა რ მ ც ვ ე ლ ე ბ ი:
7-ალექსანდრე კოშკაძე 04/12/1981
8- ლევან ხმალაძე 6/4/1985 (კაპ)
10-გიორგი მერებაშვილი 8/15/1986
18-დავით დიღმელაშვილი 1/18/1980
20-გიორგი ნერგაძე 20/08/1982
23-ნიკოლოზ ფირცხალავა 5/15/1987
27-ვაჟა ნემსაძე 07/12/1990
30-შოთა ლომია 13/02/1984
ნიკოლოზ ჯიშკარიანი 04/06/1990
გიორგი მამუჩიშვილი 12/04/1990

ფორვარდები:
11-მათე ვაწაძე 17/12/1988
26-ჯორჯ აკირემი 23/04/1982
ირაკლი სიხარულიძე 18/07/1990
ზვიად ქანთარია

მთავარი მწვრთნელი - კახა კაჭარავა 19/09/1966
მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე 31/03/1966[b]


Dinamo Tbilisi
 
რეპუტაცია: 0
acdachiთარიღი: სამშაბათი, 2009-ოქტ-06, 10:01 | შეტყობინება # 3 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 3
 წევრი No.: 103
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-03






10 ტურის მერე მხოლოდ 5 მოგება კატასტროფული შედეგია....
თუმცა 8 თამაშში კარი მშრალად შევინახეთ....
შემდეგი ტურიდან უკვე კრშკო და ჩარასი დაგვეხმარებიან..ეს ნიშნავს რო ხმალაძე და ნერგაძე ნახევარდაცვაში აიწევენ...ეს ერთი-ორად გააძლიერებს გუნდს...დავუმატოთ ჯიუსი,კოშკაძე და ბევრად მეტ ქულას ავიღებთ მეორე წრეში ვიდრე პირველში..საბოლოოდ პირველი ადგილი....


Dinamo Tbilisi
 
რეპუტაცია: 0
GIORGIAთარიღი: სამშაბათი, 2009-ნოე-03, 20:48 | შეტყობინება # 4 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 6
 წევრი No.: 255
 რეგისტრ.: 2009-ნოე-03








as
 
რეპუტაცია: 0
gldaneli707თარიღი: ოთხშაბათი, 2009-ნოე-04, 03:22 | შეტყობინება # 5 | გაზიარება
 
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 18
 წევრი No.: 117
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-05






ეეეხ, ჩიხურასაც ვერ უგებთ უკვე

1:1 დღეს იყო თასის თამაში

 
რეპუტაცია: 0
:Xთარიღი: სამშაბათი, 2010-აგვ-03, 20:26 | შეტყობინება # 6 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: დაურეგისტრირებელი






miyvarxar ikaaaa (kisaa) :*
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010