მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ზაზა ფაჩულია
romarioთარიღი: ხუთშაბათი, 2009-ნოე-12, 05:53 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 7
 წევრი No.: 130
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-07






NBA-ს წინასეზონების პირადი სტატისტიკა:

მიმდენარე სეზონის სტატისტიკა:

მიმაგრებული ფაილი: 0911695.jpg (90.2 Kb)
 
რეპუტაცია: 0
GIORGIAთარიღი: კვირა, 2009-ნოე-15, 09:00 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 6
 წევრი No.: 255
 რეგისტრ.: 2009-ნოე-03






"ატლანტამ" ბოსტონში გაიმარჯვა

ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ჯორჯიელებმა აღმოსავლეთისა და სრულიად ნბა–ს ერთ–ერთ ლიდერ, 2008 წლის ჩემპიონსა და ახლაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ბოსტონს“ მისსავე მოედანზე 97:86 მოუგეს. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, „კელტები“ კვლავ რჩებიან ლიგის ლიდერებად, თუმცა ახლა „ბოსტონსა“ და „ატლანტას“ შორის მხოლოდ ეთმოგებიანი სხვაობაა.

ბოლო შეხვედრებთან შედარებით, ნორმალურად ითამაშა ფაჩულიამაც. იგი მოედანზე პირველი პერიოდის დასრულებამდე სამწუთნახევრით ადრე გამოჩნდა და ორ წუთში მის აქტივში უკვე 4 ქულა და 2 შეტევითი მოხსნა იყო. სხვათა შორის, ქართველის პირველი ზუსტი ტყორცნის შემდეგ, სტუმრები 8 ქულით (22:14) დაწინაურდნენ, თუმცა, მეოთხედის დარჩენილ მონაკვეთში "ბოსტონმა" იძალა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.

მეორე და მესამე პერიოდებში თამაში თანაბრად მიმდინარეობდა. გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში კი "ჰოუქსის" კალათბურთელებმა მოინდომეს, დროის მოკლე მონაკვეთში მეტოქეს 10:2 აჯობეს, რომელსაც სათავე ჯამალ კროუფორდმა ზუსტი ორქულიანით დაუდო, ხოლო ფაჩულიას შედეგიანად შესრულებული საჯარიმოების შემდეგ, ატლანტელები 10 ქულით (82:72) დაწინაურდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. ფაჩულიამ მოედანზე გატარებულ 14 წუთში 6 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა (3 შეტევითი) და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. ამასთან, იგი სამჯერ დაჯარიმდა და ერთხელაც შეცდა.

რაც შეეხება, ქართველის უშუალო კონკურენტ ალ ჰორფორდს, შეხვედრაში მონაწილე კალათბურთელთაგან იგი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო - დომინიკელმა ცენტრმა 12 ქულა და 13 მოხსნა მოიხვეჭა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ამაღამ გამართავს - "ჰოუქსი" საკუთარ "ფილიპს არენაზე" "ნიუ ორლეანს" უმასპინძლებს.

http://geosports.ge/news.php?id=2706


as
 
რეპუტაცია: 0
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2009-ნოე-17, 05:53 | შეტყობინება # 3 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ვულოცავ ზაზას მორიგ გამარჯვებას bravo

ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
bobo57თარიღი: სამშაბათი, 2009-ნოე-17, 06:02 | შეტყობინება # 4 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 5
 წევრი No.: 142
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-08






R1517GEO,
ყოჩაღ ზაზა და მთელი ატლანტა, ძალიან მძიმე თამაში მოიგეს!!!

bravo bravo bravo

 
რეპუტაცია: 0
romarioთარიღი: ოთხშაბათი, 2009-ნოე-18, 14:23 | შეტყობინება # 5 | გაზიარება
 
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 7
 წევრი No.: 130
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-07






გუშინ მაიამიმ წააგო და ამით კიდევ უფრო ჩამოშორდა ატლანტას! y

ჰოუსტონსაც რომ მოეგო ფინიქსისთვის კაი იქნებოდა, მაგრამ ვეღარ გაუძლეს რაკეტებმა

 
რეპუტაცია: 0
GIORGIAთარიღი: ოთხშაბათი, 2009-ნოე-18, 15:59 | შეტყობინება # 6 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მომხმარებელი
 შეტყობინება: 6
 წევრი No.: 255
 რეგისტრ.: 2009-ნოე-03






ზაზა ფაჩულიას "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს

ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ქართველმა ცენტრმა კი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ატლანტელებმა საკუთარ მოედანზე „პორტლენდს“ ოვერტაიმში აჯობეს.

ზაზამ 20 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა და თავის გუნდს ურთულეს შეხვედრაში დიდი დახმარება გაუწია. ფაჩულიას გუნდს 9 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის, სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონს ლიდერობს.

„ატლანტა ჰოუქსი’ მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს „მაიამისთან“ გამართავს. ზაზა ფაჩულია კი მიმდინარე სეზონში, საშუალოდ 13:41 წუთს თამაშობს და 5:5 ქულასა და 3:2 მოხსნას აგროვებს.

http://geosports.ge/news.php?id=2781


as
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 03:08 | შეტყობინება # 7 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






midi zazaaaaaaaaaaaaaaaaaa

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-19, 21:29 | შეტყობინება # 8 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






მცირე ტრავმით გამოწვეული ორმატჩიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მოასპარეზე ერთადერთი ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა.

ლოს ანჯელესის “სტეიპლს სენთერში” ჩასულმა “ატლანტა ჰოუქსმა” ადგილობრივი “კლიპერსი” 110:92 გაანადგურა, ფაჩულიამ კი მოედანზე 18.29 წუთი დაჰყო და სტუმრებს 8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შეაშველა.

ზაზამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მას ორჯერ დაუფარეს, მსაჯებს კი 3 პერსონალური ფოლი დასტყუა.

ჯორჯიელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა 33 წუთში 31 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა, გადამწყვეტი კი დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, რომელიც ატლანტელებმა 29:17 მოიგეს.

“ჰოუქსს” 34 მოგება და 18 მარცხი მოუგროვდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში – მეორე, ხოლო მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი შეინარჩუნა.

ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 თებერვლის დილას ფინიქსში წყნარი ოკეანის დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ “სანზთან” (32 მოგება, 23 მარცხი) გამართავს.



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-მარ-15, 15:24 | შეტყობინება # 9 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






გუშინ ზაზამ ძაან მაგარი პასი გააკეთა. ჩვენი როკი ბალბოა miyvars

http://www.nba.com/games/20100313/DETATL/gameinfo.html


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010