R1517GEO | თარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-08, 15:52 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| მსხვილმა უცხოურმა საბუკმეკერო კანტორებმა კვირას შემდგარი ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის წილისყრისთანავე გამოაქვეყნეს კოეფიციენტები, როგორც ევროპის ჩემპიონობაზე, ასევე ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე. William Hill-ს საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაზე (როგორ ჟღერს?!) კოეფიციენტი აქვს - 750,0. ფავორიტი, ცხადია, მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია (5,0), რომელსაც გერმანია (6,0), იტალია და ჰოლანდია (ორივეს 7,0) “მისდევენ”. BetWin-მა კი, ფსონები გამოაქვეყნა არა მარტო ჩემპიონობაზე, არამედ ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე და ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლაზე. F ჯგუფის კოეფიციენტები ასეთია: ჯგუფში გამარჯვება: ხორვატია – 1,8; საბერძნეთი – 2,35; ისრაელი – 6,5; ლატვია - 10,0; საქართველო - 80,0; მალტა – 250,0. პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა: ხორვატია – 1,1; საბერძნეთი – 1,6; ისრაელი – 2,0; ლატვია – 6,0; საქართველო – 37,0; მალტა – 80,0. ილია ნანობაშვილი
ერთად უკეთესია!
|
|
| |