მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
F ჯგუფის ისტორია
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-08, 15:55 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ევროპის 2012 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქეებიდან, მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველაზე ხშირად ხორვატიას უთამაშია. “მსოფლიო სპორტი” აქვე გთავაზობთ სრულ სიას:

ხორვატია – 6

მსოფლიოს ჩემპიონატზე – 1998, 2002, 2006, ევროპის ჩემპიონატზე – 1996, 2004, 2008.

საბერძნეთი – 5

მსოფლიოს ჩემპიონატზე – 1994, ევროპის ჩემპიონატზე – 1980, 2004, 2008.

ისრაელი – 1

მსოფლიოს ჩემპიონატზე – 1970.

ლატვია – 1

ევროპის ჩემპიონატზე – 2004.

აღსანიშნავია, რომ ხორვატიის ნაკრებმა თავის ისტორიაში მხოლოდ ერთი ევროპის ჩემპიონატი “გააცდინა” – 2000 წელს.

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მეტოქეები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ამავდროულად, საბერძნეთი, ლატვია და ისრაელი მუნდიალ-2010-ის შესარჩევ ციკლშიც ერთ ჯგუფში იყვნენ. საბერძნეთი 20 ქულით მეორეზე გავიდა, ლატვია 17 ქულით მესამეზე, ისრაელი კი, 16 ქულით მეოთხეზე.

მათი ურთიერთშეხვედრები ასე დასრულდა: საბერძნეთი – ლატვია 5:2, 2:0; საბერძნეთი – ისრაელი 2:1, 1:1; ისრაელი – ლატვია 0:1, 1:1.

ისრაელის ნაკრებს, ბოლო 7 წლის განმავლობაში, შინ მხოლოდ 2 მატჩი აქვს წაგებული და ორივე მომავალ თანაჯგუფელებთან: 2006 წელს ხორვატიასთან 3:4 და შარშან ლატვიასთან 0:1.

1996 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ხორვატიამ შინ საბერძნეთთან 1:1 ითამაშა და იმ მატჩში ხორვატთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი გააძევეს.

უარყოფითი ბალანსი აქვს ლატვიის ნაკრებს მალტასთან ურთიერთშეხვედრებში: 1 მოგება და 2 წაგება, ბურთები – 3:3.

საქართველოს მომავალი მეტოქეებიდან, ყველაზე ხშირად ერთმანეთს საბერძნეთი და ისრაელი შეხვედრიან: 14 მატჩში 7-ჯერ საბერძნეთმა მოიგო, 3-ჯერ ისრაელმა, 4 თამაში კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 21:11, საბერძნეთის სასარგებლოდ.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010