R1517GEO | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 04:44 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატში კახაბერ ცხადაძის მიერ დარიგებულმა “ინტერმა” ბაქოში “სტანდარდს” დერბი 1:0 მოუგო, გამარჯვების მომტანი გოლი კი დავით ოდიკაძემ 72-ე წუთზე გაიტანა. ცხადაძემ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გიორგი ლომაია და გიორგი ნავალოვსკი შეუცვლელად ათამაშა, ოდიკაძე კი მინდვრიდან 85-ე წუთზე გაიყვანა. “სტანდარდის” შემადგენლობაში 90 წუთს სერგი ორბელაძე და გიორგი სეთურიძე გაისარჯნენ, ხოლო დავით ჭიჭვეიშვილი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. 19 ტურის თავზე “ინტერმა” 42 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, “სტანდარდი” კი 10 ქულით ბოლოსწინა ადგილზე რჩება. ლენქორანის “ხაზართან” საშინაო მატჩი 1:3 წააგო ზაქათალის “სიმურგმა”. მასპინძელთა რიგებში კახაბერ ჩხეტიანმა შეუცვლელად ითამაშა, დავით ბოლქვაძემ კი თადარიგში 71-ე წუთზე გადაინაცვლა. ტოვუზის “თურანთან” საშინაო მატჩში 1:0 იმარჯვა გოგა ბერაიას “გაბალამ”, რომელიც 32 ქულით მე-5 პოზიციაზე დამკვიდრდა. ქართველი ფეხბურთელი პირველიდან ბოლო წუთამდე საქმეში გახლდათ. ფრედ 1:1 დასრულდა კიდევ ერთი ბაქოური დერბი “ნეფთჩისა” და “ბაკის” შორის. მასპინძელთა მაისურით ვალერი აბრამიძემ 90 წუთს ითამაშა. “ნეფთჩი” 31 ქულით მე-6 პოზიციაზეა. სალიანის “მუღანმა”, რომლის რიგებშიც დავით სვანიძემ შეუცვლელად იასპარეზა, “ოლიმპიკთან” 0:1 წააგო. შუვალანელთა რიგებში რომან გოგინაშვილი თამაშში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჩაერთო, ნუგზარ კვირტია კი მინდორზე 56-ე წუთზე გამოჩნდა. “მუღანი” 14 ქულით მე-9 საფეხურზე დარჩა, ხოლო “ოლიმპიკი” 21 ქულით მე-8 ადგილზეა. 
ერთად უკეთესია!
|
|
| |