მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ივო შუშაკის ინტერვიუ
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 15:01 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლის წილისყრამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთი მისთვის უცნობი მეტოქე არგუნა – ხორვატია. ცხადია, როდესაც პირველი კალათიდან ხორვატია “ამოხტა”, ყველას ივო შუშაკი გაახსენდა, რომელიც 2002-2004 წლებში მუშაობდა თბილისის “დინამოში” და ორ მატჩში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც გახლდათ: 2003 წელს სწორედ ხორვატი სპეციალისტის  თავკაცობით შესძლო ჩვენმა ნაკრებმა რუსეთის დამარცხება (1:0), ამას კი მოჰყვა ირლანდიასთან სტუმრად 0:2 მარცხი.

შუშაკმა ხორვატიული პრესაში აქო საქართველოს ნაკრები და ზოგადად, ქართული ფეხბურთი.

“საქართველო საფეხბურთო მიწაა” – ასეთი სათაური აქვს  ხორვატიულ vecernji-ში შუშაკთან მცირე ინტერვიუს.

“რუსეთთან მოგება კარგი გასახსენებელია. იმ დღეს საქართველოს გმირი ვიყავი, ხალხი ზეიმობდა და მეც ამ ზეიმის უშუალო მონაწილე გახლდით. ემოციებისგან ვერ ვწყნარდებოდი”.

ხორვატმა აღნიშნა, რომ სანამ საქართველოს ნაკრებში თემურ ქეცბაიას დანიშნავდნენ, მწვრთნელობის კანდიდატად მასაც მოიაზრებდნენ. ეს კი რაღაც ახალია.…

“მე ვიყავი კანდიდატი, მაგრამ თემურ ქეცბაია საქართველოში ძალიან უყვართ, გულშემატკივრების კერპი გახლდათ და ლოგიკურიცაა, რომ მთავარ მწვრთნელად აირჩიეს.”

შუშაკი ამბობს, რომ საქართველო ტალანტების ქვეყანაა და ფეხბურთის თამაშის ხარისხით F ჯგუფის კიდევ ერთ წარმომადგენელ ისრაელზე მაღლა დგას:

“საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი არიან, თუმცა მათ გვერდში თამაშობენ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები. შესარჩევ ჯგუფში მეტოქეებიდან, ცხადია, საბერძნეთი ყველაზე ძლიერად მოჩანს, მათ შემდეგ კი საქართველოს მოდის - ჩემი აზრით, ქართველები ხარისხით ისრაელს სჯობნიან”.

ამას მოჰყვა vecernji-ის ჟურნალისტის კითხვა, ლატვიაზე და მალტაზე რას იტყვითო. შუშაკმა კი მოკლედ უპასუხა, ისინი ჯგუფში ყველაზე სუსტები არიანო.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 03:03 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






fd

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010