საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფრანგეთი გამგზავრა. ტიმ ლეინის გაწვრთნილებმა 7 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ კანს მიაშურეს და იქ 11 თებერვლამდე დარჩებიან. ამის შემდეგ ქართული დელეგაცია ლისაბონში გადაინაცვლებს, სადაც 13 თებერვალს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის.
პორტუგალიასთან გამარჯვების შემთხვევაში ”ლელოები” ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასის საგზურს თითქმის მოიპოვებენ, რადგან თბილისში 27 თებერვალს ესპანეთის ნაკრების დამარცხება არ უნდა გაუჭირდეთ. პორტუგალიის ნაკრებს კი რუსეთთან მარცხის შემდეგ უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს, ამიტომ საქართველოს ნაკრებს გაორმაგებული შემართებით დაუხვდება, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს და დაძაბულს გახდის. მატში ლისაბონში პორტუგალიის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: აქვსენტი გიორგაძე ("კასტრი”, საფრანგეთი, 55 თ., 55 ქ.), დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი”, საფრანგეთი, 18 თ., 15 ქ.), გიორგი ნემსაძე ("მასი”, საფრანგეთი, 12 თ., 10 ქ.), ილია ზედგინიძე ("კარკერედნიერი”, საფრანგეთი, 55 თ., 75 ქ.), გია ლაბაძე ("მერსეი-ვიტროლი”, საფრანგეთი, 56 თ., 55 ქ.), გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე”, საფრანგეთი, 36 თ., 20 ქ.), ბესარიონ უდესიანი ("სენტ ეტიენი”, საფრანგეთი, 34 თ., 40 ქ.), დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი”, საფრანგეთი, 26 თ., 15 ქ.), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი”, საფრანგეთი, 30 თ., 10 ქ.), დიმიტრი ბასილაია ("ლე ბუგი", საფრანგეთი, 13 თ. 5 ქ.), იური ნატრიაშვილი ("ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 22 თ., 5 ქ.), ვიქტორ კოლელიშვილი ("ლელო”, თბილისი, 1 თ.), ლაშა თავართქილაძე ("ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 1 თ.);
უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი”, საფრანგეთი, 61 თ. 25 ქ.), ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი, 20 თ. 67 ქ.) , ირაკლი მაჩხანელი ("სენტ ეტიენი", საფრანგეთი, 36 თ. 70 ქ.), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო”, საფრანგეთი, 42 თ. 60 ქ.), დავით კაჭარავა ("ნიცა”, საფრანგეთი, 31 თ. 35 ქ.), მალხაზ ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი”, საფრანგეთი, 58 თ.284 ქ.), მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი”, საფრანგეთი, 38 თ.153 ქ.),ირაკლი გიორგაძე ("დაქსი", საფრანგეთი, 35 თ. 16 ქ.), ბიძინა სამხარაძე ("ფარულ კონსტანცა”, რუმინეთი, 42 თ., 10 ქ.), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია”, ქუთაისი, 14 თ., 20 ქ.), ალექსანდრე თოდუა ("ლელო”, თბილისი, 14 თ., 5 ქ.), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო”, თბილისი, 3 თ., 4 ქ.).
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი, ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
საქართველო 6 5 1 0 +164 17
რუსეთი 6 5 0 1 +89 16
პორტუგალია 6 3 1 2 +36 13
რუმინეთი 5 2 0 3 +16 9
ესპანეთი 5 1 0 4 -74 7
გერმანია 6 0 0 6 -231 6
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური