დღეს თბილისს უეფას ნაციონალური ასოციაციების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვნელი პასკალ ტორესი და ჰეთთრიკის პროგრამის ხელმძღვანელი ჟოზეფ კლიმენტი ეწვევიან. ევროპელ სტუმრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უმასპინძლებენ. პასკალ ტორესი და ჟოზეფ კლიმენტი ოფიციალურ შეხვედრებს 11 თებერვალს გამართავენ. ისინი რუსთავის ცენტრალურ სტადიონს, ტექნიკურ ცენტ "ბასას”, საგურამოში მდებარე ბაზასა და მცხეთაში საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას” სტადიონს მოინახულებენ. ვიზიტის დეტალებს ოფიციალური პირები მედიასთან 12 საათზე ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე” შეაფასებენ. უეფას ოფიციალური დელეგაცია თბილისში 12 თებერვლამდე დარჩება.
www.gff.ge