მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ქართველი გერმანიის ნაკრებში, გერმანელი საქართველოს ნაკრებში
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 18:53 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ქართველი გერმანიის ნაკრებში, გერმანელი საქართველოში

მერაბ მამულაშვილი

როგორც ვწერდით, �ბაიერნის� იუნიორებში თამაშობს 16 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც დედით (ფიქრია აფციაური-ჰუფნაგელი) ქართველია. ქალბატონ ფიქრიასა და მისი მეუღლის სურვილი ყოფილა, ლუკასმა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.

გუშინ თავად ოჯახთან დაკავშირებაც - ქალბატონ ფიქრიასთან ინტერნეტით ინფორმაციები გავცვალეთ. მისგან საინტერესო ამბები გავიგეთ.

- ქალბატონო ფიქრია, ორი წლია თქვენი ბავშვის ამბავი გვესმის, მაგრამ საქართველოდან კონკრეტულად ვინმე გელაპარაკათ?

- ფეხბურთის ფედერაციიდან გია ფირცხალავა დამიკავშირდა და შემოგვთავაზა, პირველიდან ათ თებერვლამდე ლუკასს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ევარჯიშა. მიწვევამ ჩვენ ძალიან გაგვახარა, საკითხი დადებითად გადავწყვიტეთ და საქართველოში გამოსამგზავრებლად თვითმფრინავის ბილეთებიც შევიძინეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსვლამდე, 29 იანვარს, �ბაიერნის� ვარჯიშზე ლუკასს კუნთი დაეჭიმა და ამის გამო მისი ჩამოსვლა დროებით გადაიდო. ამის მიუხედავად, მე მაინც ჩამოვედი საქართველოში და შეთანხმებისამებრ, ბატონ ფირცხალავას ფეხბურთის ფედერაციაში ვეწვიე. მასთან ერთად ბრძანდებოდა ბატონი ალექსანდრე ჩივაძეც... ძალზე სასიამოვნო და საქმიანი საუბარი შედგა. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ჩემი შვილით ასე დაინტერესდნენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ლუკასს საშუალება მიეცემა, საქართველოში სინჯებზე ჩამოვიდეს და მერე მხოლოდ მასზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაშს.

- ლუკასს გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებში არ იწვევენ?

- 16 წლის ამ წელს გახდა და გერმანიის ნაკრებიდან შემოთავაზება ჯერ არ მიუღია.

- გერმანელი მამა შვილის საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივას როგორ უყურებს?

- გერმანელი მამა თანახმაა. მისთვისაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლუკასის ბავშვობის სურვილი ქართულ ნაკრებში თამაშია.

- ქართული ფეხბურთი რომ ცუდ მდგომარეობაშია, ეს არ გაფრთხობთ?

- რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა, ქართული ფეხბურთი უკეთეს მდგომარეობაში იყოს, მაგრამ ამგვარი გამოცდილების მიღება მოზარდი ფეხბურთელისთვის ნამდვილად სასურველია. ასე ჰგონია მის მწვრთნელსაც. და საერთოდ, უცხოეთში ფეხბურთელთა მოძიება იქნებ აღმავლობის წინაპირობაც გახდეს ქართული ფეხბურთის.

???? სირთულეების მიუხედავად, გერმანიაში აკაკი გოგიას ოჯახთან დაკავშირებაც მოვახერხეთ. შეგახსენებთ, რომ 17 წლის შემტევი ნახევარმცველი გერმანიის ჩემპიონ �ვოლფსბურგის� დუბლშემადგენლობაში წელს 19-წლამდელთა გუნდიდან გადაიყვანეს, სადაც საკმაოდ შედეგიანი თამაშით გამოირჩეოდა.

აკაკისთან დაკავშირება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმაც სცადა, რაც �ლელოსთან� საუბარში გაამხილა, მაგრამ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე - ითამაშებს თუ რა აკაკი გოგია საქართველოს ნაკრებში. გუცაევი თავად ფეხბურთელთან დალაპარაკებას აპირებდა, მაგრამ... ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ გუცაევი მიხვდება, რომ გოგიასთან საუბარი აზრს კარგავს.

გუშინ ფეხბურთელს გერმანიაში დავუკავშირდით. ყურმილი აკაკის დედამ, ქალბატონმა მანანამ აიღო. თავად აკაკი შინ არ აღმოჩნდა...

- სიამოვნებით დაგალაპარაკებდით, მაგრამ აკაკი სახლიდან ახლახან გავიდა, კლუბში დაიბარეს, - გვითხრა ქალბატონმა მანანამ.

- იქნებ, მობილურის ნომერი გვითხრათ და ასე დავუკავშირდებით.

- აკაკის გარეშე ვერ გეტყვით...

- მასზე არაფერი ვიცით და იქნებ, გვითხრათ, სად იზრდებოდა, რამდენი ხანია, რაც უცხოეთში ცხოვრობთ და ასე შემდეგ. მოკლედ, გაეცანით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს...

- რუსთავში ვცხოვრობდით. უკვე მეათე წელია, გერმანიაში ვართ. ბავშვს კარიერა რომ აეწყო, ამის გამო ყველაფერი გავყიდეთ და გადმოვედით. აკაკი, როგორც ფეხბურთელი, გერმანელებმა გაზარდეს.

- რომელ გუნდებში ვარჯიშობდა?

- �ჰანოვერი� თუ გაგიგიათ?

- რა თქმა უნდა...

- ჰოდა, იქ ვარჯიშობდა სამი თუ ოთხი წელი, 13 წლიდან კი �ვოლფსბურგში� გადავიდა და მერე დუბლებშიც დააწინაურეს. ხან მარცხენა ფლანგზე თამაშობს, ხან - მარჯვენაზე. ცაცია არ არის და მიუხედავად ამისა, მარცხენა ფეხით ბევრი გოლი აქვს გატანილი.

- საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ გუცაევს აკაკის გამოძახება სურდა, მაგრამ... თქვენი ვაჟის პასუხი უცნობია.

- თურმე, ვიღაცას დაუწერია, რატომ არ ჩამოდისო? აკაკი გერმანელებმა გაზარდეს, პასპორტი მისცეს და აქ რომ ითამაშოს, მოღალატედ უნდა მიიჩნიონ?

- უბრალოდ, გაგვიხარდება, თუ საქართველოს ნაკრებში ითამაშებს. თუმცა ეს მისი ასარჩევია...

- აკაკი გერმანიის 18-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და მალე დუბაის შეკრებაზე წაიყვანენ. სხვათა შორის, გერმანიის ნაკრებში ადრეც ითამაშა.

- როდის?

- გასულ წელს, თუმცა არ მახსოვს, რა ტურნირი იყო.

- რამდენი მატჩი ჩაატარა?

- ერთი. ახლა ისევ დაინტერესდნენ...


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 23:41 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
- როდის?

???? :(


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010