მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ გიორგი დარასელიასთან
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 05:05 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოსა და ისრაელს შორის მოიგებს ის, ვინც...

დავით ცაბაძე

7 თებერვალს ვარშავაში ჩატარებულმა წილისყრამ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები გაარკვია. როგორც იცით, ხორვატიასთან, საბერძნეთთან, ლატვიასა და მალტასთან ერთად, ისრაელი ჩვენი ჯგუფის ბინადარია. ამ ბოლო დროს, ისრაელში ქართველ ლეგიონერთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ფეხბურთელთა გარდა, ისრაელში მწვრთნელიც გვყავს - გიორგი დარასელია, რომელიც ჰაიფას "მაქაბის" მთავარი მწვრთნელის ელიშა ლევის თანაშემწეა, ამ გუნდის ფორვარდი კი ლადო დვალიშვილი გახლავთ.

საინტერესოა, რა იციან ისრაელში ჩვენს ნაკრებზე, რას ამბობენ ჩვენი გუნდის ახალ მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზე, ქართველებთან მომავალ მატჩებზე, ჯგუფის კალენდარზე... ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ გიორგი დარასელიას ისრაელში დავუკავშირდით...

- გიორგი, საუბარი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის წილისყრით დავიწყოთ. რა აზრისა ხართ ჩვენს ჯგუფზე?

- ქართველი ვარ და რა თქმა უნდა, ამ კითხვაზე ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გიპასუხებთ. წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ქართველი გულშემატკივარი და სხვა სპეციალისტებიც არ უნდა იყვნენ უკმაყოფილონი. თანაბარი ჯგუფია გამოკვეთილი ფავორიტის გარეშე. ყველა გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბარია და შესაბამისად, ყველას აქვს ბრძოლის შანსი. ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა ექნება სასტარტო ტურებს. ვინც შესარჩევი ციკლის დასაწყისში დაწინაურდება, მას გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა ექნება. თუმცა ამ უპირატესობასაც შენარჩუნება უნდა... მეტ-ნაკლებად თანაბარ მეტოქეებთან მოუწევს ბრძოლა ჩვენს ნაკრებსაც და სხვა გუნდებსაც. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმას, ამა თუ იმ კონკრეტულ მომენტში რომელი ნაკრები უფრო მომზადებული შეხვდება თამაშს.

- ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე ისრაელია. საინტერესოა, მანდ რას ამბობენ ჩვენს ჯგუფსა და საქართველოს ნაკრებზე...

- ფეხბურთის აქაურმა სპეციალისტებმა პრესითა და ტელევიზიით უკვე გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ აუტსაიდერებში საქართველოს ნაკრების ჩათვლა გამართლებული არ არის. პირიქით, ზოგი სპეციალისტი ჩვენს ნაკრებს ლატვიაზეც წინ აყენებს. ყველა აღნიშნავს, რომ გასულ შესარჩევ ციკლში დაკავებული ბოლო ადგილი და მოპოვებული 3 ქულა, ამ ნაკრების შესაძლებლობებს სულაც არ შეესაბამება. ბევრი აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების ცნობილ ფეხბურთელთა გარდა, ქართველებს არაერთი ისეთი ფეხბურთელი ეყოლებათ, რომელიც ლადო დვალიშვილის დარად ცნობილი არ იყო და მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.

- ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი შეეცვალა. გუნდს ახლა თქვენი თაობის ფეხბურთელი თემურ ქეცბაია თავკაცობს და გულშემატკივარსაც ახალი იმედი ჩაესახა. თემურზე როგორი წარმოდგენა გაქვთ?

- ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩავატარე და მათ შორის, ქეცბაიასთან ერთადაც. თემური პიროვნულად მყარი, კეთილი, ჟინიანი, მებრძოლი სულის მქონე, სამართლიანი ადამიანია და პატრიოტული გრძნობაც უხვად აქვს. პიროვნული თვისებები ტყუილად არ მიხსენებია. ეს თვისებები მწვრთნელ ქეცბაიასაც აქვს. მან დიდი ფეხბურთი ითამაშა და ხანმოკლე სამწვრთნელო კარიერის მიუხედავად, მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი გააოცეს წარმატებებით. თემურ ქეცბაია კი, როგორც ახალი თაობის გამორჩეული სპეციალისტი, ყველამ გაიცნო...

- ისრაელში რას ამბობენ თემურ ქეცბაიაზე, ჩვენი ნაკრების შანსებსა და ქართველებთან მატჩებზე?

- ისრაელში იციან, რომ ჩვენი ნაკრების ახალი თავკაცი თემურ ქეცბაიაა და მის წარსულსაც კარგად იცნობენ. ყველა ამბობს, რომ ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ვიდრე წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰქონდა... კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილის გარდა, აქ იციან, რომ გვყავს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები - ყენია, ანანიძე, მჭედლიძე... რა თქმა უნდა, იცნობენ დვალიშვილს, მენთეშაშვილს, ხმალაძეს... მეტიც, დვალიშვილი უკვე გამორჩეული ფიგურაა ისრაელის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და საქართველოს ნაკრები რომ ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, აქ სრული ანშლაგი იქნება. ჩვენს ნაკრებთან მატჩებს აქ ყველა დიდი ინტერესით ელის.

- დრორ კაშტანის წასვლის შემდეგ ისრაელის ეროვნულ გუნდს ახალი თავკაცი ჯერ არ ჰყავს. რა სიახლეა ამ მხრივ და რომელიმე კანდიდატურა ხომ არ გამოიკვეთა?

- გასულ შესარჩევ ციკლში ისრაელის ნაკრების ასპარეზობით გულშემატკივარი კმაყოფილი ვერ იქნებოდა. ექვსგუნდიან ჯგუფში ისრაელმა მე-4 ადგილი დაიკავა. მხოლოდ ლუქსემბურგსა და მოლდოვას გავუსწარით, ლატვიელებმა მე-3 ადგილი წაგვართვეს, აქაური ნაკრები ისრაელში დაამარცხეს, რიგაში კი მატჩი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი ექნება, მაგრამ მიზეზებსა და ფაქტორებზე ვერაფერს გეტყვით. ამჟამად ეროვნული გუნდი უმწვრთნელოდაა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამ საკითხზე მუშაობს და ალბათ გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებენ.

- ლატვია და საბერძნეთი ისრაელთან ერთად იყვნენ ჯგუფში და მათზე რა წარმოდგენა შეგექმნათ?

- ეს ნამდვილად არ არის ის ლატვია, რომელიც 10 წლის წინ იყო. გარდა იმისა, რომ ლატვიელებმა ისრაელში დაამარცხეს აქაური ნაკრები, შვეიცარიას ფრედ (2:2) ეთამაშნენ. ქულით გაგვისწრეს და მესამე ადგილზე გავიდნენ. ლატვიამ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა, ეს კი ყველა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებისთვის დიდი სტიმულია. ლატვიელები ამჯერადაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის იბრძოლებენ... რაც შეეხება საბერძნეთს, ბერძნებმა ისრაელში ნათამაშები ფრით 2 ქულა დაკარგეს, თორემ ჯგუფში შვეიცარიის ნაცვლად პირველ ადგილზე გავიდოდნენ. გასული საკვალიფიკაციოს დაწყებამდე, საბერძნეთი ღიად აცხადებდა, რომ პირველ ადგილზე უნდა გასულიყო, მაგრამ ქულა დააკლდა. ევროპის ყოფილი ჩემპიონები ჯგუფში ახლაც პირველობისთვის იბრძოლებენ.

- ალბათ ისრაელის ნაკრები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. თქვენს გუნდში ეროვნული ნაკრების რამდენი ფეხბურთელია?

- ამიტომაც წავიდა დრორ კაშტანი - ებრაული ფეხბურთი პროგრესს განიცდის და აქ ვერავინ შეეგუება იმას, რომ ისრაელის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლისთვის არ იბრძოლოს... გასულ შესარჩევში, ეროვნულ გუნდში ჩვენი გუნდის შვიდმა ფეხბურთელმა ითამაშა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ნაკრების ახალი თავკაცი.

- ისრაელის ნაკრებში მოასპარეზე კონტინგენტზე გარკვეული წარმოდგენა გაქვს. ჩვენს სანაკრებო კონტინგენტსაც იცნობთ. როგორ ფიქრობთ, ვინ მოიგებს მომდევნო ორ მატჩში?

- ძნელი სათქმელია. ისრაელი შინ გამორჩეულად კარგად თამაშობს, მით უმეტეს, გულშემატკივრის დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენს ნაკრებსაც არ აკლია მხარდაჭერა და თემურ ქეცბაიას დიდი იმედი მაქვს... საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩებს ის გუნდი მოიგებს, რომელიც იმ კონკრეტული მომენტისთვის უკეთ იქნება მომზადებული.

- ისრაელში ბევრია საქართველოდან წასული ებრაელი. ისინი რას ფიქრობენ ჩვენს მეტოქეობაზე?

- საქართველოდან წასულ რამდენიმე ებრაელთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ისინი დღემდე არ ივიწყებენ საქართველოს. ლაპარაკში ხშირად ამბობენ - ჩვენი გული ორადაა გაყოფილი, ნახევარი ისევ საქართველოსთვის ძგერსო. ისინი მოუთმენლად ელიან საქართველოს ნაკრების აქ ჩამოსვლას. ყველა ერთხმად ამბობს, სტადიონზე აუცილებლად მივალთო. ორიოდე დღის წინ, მათთან ჩვენს ჯგუფზე მქონდა საუბარი და იცით რა მითხრეს? - ჯგუფიდან ჩვენ და ისრაელი უნდა გავიდეთ, ღმერთმა გვისმინოს და ეს ნატვრა აგვიხდესო...

- ახლა თქვენს გუნდზე, ჰაიფას "მაქაბიზე" ვისაუბროთ. ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოთიშვის შემდეგ ორ ფრონტზე ბრძოლა აღარ გიწევთ და მეტ ყურადღებას მიაქცევთ ოქროს მედლებისთვის ბრძოლას...

- ლიგის ჯგუფურ რაუნდში, სამწუხაროდ, ძალზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, თორემ უკეთ ასპარეზობაც შეიძლებოდა. თუმცა ეს უკვე წარსულია და ამაზე ლაპარაკი აღარ ღირს. მთავარია, "იუვენტუსთან", "ბაიერნთან" და "ბორდოსთან" თამაშებით, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა გამოცდილება შეიძინეს. ევროტურნირებზე წელს უკეთ უნდა წარმოვჩნდეთ... რაც შეეხება ჩემპიონატს, ორ ფრონტზე ბრძოლა რომ აღარ გვიწევს, დაგვეტყო კიდეც. ჩემპიონატს ვლიდერობთ და 12-ქულიანი ფორაც გვაქვს. ოქროს მედლებთან შორს აღარ ვართ, მაგრამ წინ კიდევ არაერთი ტურია და მოდუნების უფლება მაინც არ გვაქვს.

- ლადოს გოლის ალღო არ ღალატობს. რა აზრისაა ჩვენს ჯგუფზე, ქეცბაიას გუნდში სათამაშოდ როგორ ემზადება?

- დვალიშვილი ისრაელში ყველას უყვარს, სხვა გუნდების წარმომადგენლებმა მითხრეს, ეს ბრილიანტი სად და როგორ იპოვეთო... ლადო კარგ ფორმაშია, გოლიც ბევრი გააქვს, მაგრამ მიღწეულით არ კმაყოფილდება და გულმოდგინედ ემზადება, უფრო უკეთ უნდა ვითამაშოო.

- ბოლო ხანს ისრაელის გუნდებში ქართველები საგრძნობლად მომრავლდნენ. რას გვეტყოდით მათზე?

- ყველა აქაური კლუბის ხელმძღვანელს სურს, კარგი ფეხბურთელები ჰყავდეს. აქ გარჯას არავის დაუკარგავენ და თუ მაღალ დონეზე გინდა ითამაშო, ამისი საშუალებაც არის. ვნახულობ ხოლმე ქართველ ფეხბურთელებს, ყველა კარგადაა და კლუბებშიც პატივს სცემენ.

- დაბოლოს, PRO-კატეგორიის სამწვრთნელო სერთიფიკატი უნდა აგეღოთ. ამ მხრივ რა სიახლეა?

- კარგად მიდის საქმე. ორ თვეში სწავლას დავამთავრებ, მერე გამოცდები მექნება და PRO კატეგორიის სერთიფიკატსაც მივიღებ.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 11:58 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






stsorasac bazrobs ra gio sagol :)

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010