მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
მომავალი სეზონიდან მცხეთაში
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 05:13 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






მომავალი სეზონიდან მცხეთაში

ლევან ჯანეზაშვილი

ბოლო თვეებში მცხეთის სტადიონზე ხელოვნურსაფრიანი მოედნის დაგების პროცესი შეჩერებული იყო, რამაც ქართულ საფეხბურთო სამყაროში გარკვეული კითხვები გააჩინა. გუშინ ამ საკითხზე "ვიტ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მალხაზ კაკაურიძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან რევაზ არველაძეს შეხვდა, რის შემდეგაც კაკაურიძემ "ლელოს" უთხრა, რომ ყველაფერი რიგზეა და სტადიონზე სამუშაოები უახლოეს პერიოდში განახლდება...

- ყველაფერი რიგზეა, ფედერაცია ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ბოლომდე აპირებს. საგანგაშო არაფერია, სამუშაოები უამინდობის გამოა შეფერხებული და როგორც კი დათბება, ყველაფერი ჩვეულებრივად განახლდება. ხელოვნური საფრის დაბალ ტემპერატურაზე დაგება რეკომენდებული არაა, საამისოდ 15 გრადუსი სითბო მაინცაა საჭირო. ასე რომ, დათბობას დაველოდებით.

- სამუშაოების განახლების შემდეგ რა პერიოდია საჭირო საფრის ბოლომდე დასაგებად?

- დაახლოებით ერთი თვე. მოედნის შესაბამის კონდიციებამდე მიყვანის გარდა, დასასრულებელია ტრიბუნისა და გასახდელების რეკონსტრუქცია. საჩქარო არაფერი გვაქვს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

- "ვიტ ჯორჯია" საშინაო მატჩებს მცხეთაში როდიდან ჩაატარებს?

- ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ამ სეზონს რუსთავის "ფოლადზე" ჩავამთავრებთ, მომავალი სეზონიდან კი მეტოქეებს უკვე მცხეთის განახლებულ სტადიონზე ვუმასპინძლებთ.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 12:01 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






dzaan kai rogorc iqna yvela unds tavisi stadionoi eqneba :)

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010