მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ ზურაბ ხიზანიშვილთან
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 15:24 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ინგლისის ჩემპიონლიგის კლუბ “რედინგის” ქართველი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი თვლის, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ეროვნულ გუნდს ისეთი ჯგუფი შეხვდა, ფეხბურთელებმა, მისი ჩათვლით, უნდა დაამტკიცონ, რომ რამის გაკეთების “თავი” აქვთ.

“საქართველოში ისეთი ტრადიციაა ჩამოყალიბებული, შესარჩევი ჯგუფი შედგება თუ არა, მაშინვე იწყება საუბარი - იმას 3 ქულას წავართმევთ, ამას “მივახრჩობთ” და ა.შ. რამდენიმე ჩემმა მეგობარმაც მითხრა, რომ 6 ქულა უკვე გარანტირებული გვაქვს. ქართულ პრესაში გამოქვეყნებული თემურ ქეცბაიას ინტერვიუ წავიკითხე და ვეთანხმები, რომ ასი პროცენტით “დახარჯვის” შემთხვევაში, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ”, - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” ხიზანიშვილმა ინგლისში დაკავშირებისას.

“პირადად ველოდი, რომ ორი გრანდი მაინც შეგვხვდებოდა ან ყველაზე ცოტა - ერთი. ღმერთმა მოგვცა იმის შანსი, დავამტკიცოთ რამის გაკეთების თავი რომ ვაქვს. რეალურად, რომ ვისაუბროთ, იტალიელების წინააღმდეგ სათამაშოდ გასვლისას ფიქრობ, 99 პროცენტი წავაგებთო და დამეთანხმებით, ჟურნალისტებიც ასეთ აზრზე ხართ. ისეთი ჯგუფი შეგვხვდა, რომ სჯობს ნაკლები ვისაუბროთ და ბევრი საქმე გავაკეთოთ”.

- ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?

- ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ არასოდეს მითამაშია, მაგრამ ამ გუნდის ფეხბურთელების შესაძლებლობები ვიცი. პრშოსთან ერთად “რეინჯერსში” გამოვდიოდი, ხოლო “ბლექბერნში” ჩემი თანაგუნდელი კალინიჩი იყო. გარდა ამისა, პრემიერლიგაში ხორვატები საკმაოდ არიან და შემიძლია ვთქვა, რომ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ჯგუფის ფავორიტად ხორვატია მიმაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა ისრაელმა, ბერძნებთან შედარებით უპირატესობას სწორედ ებრაელებს მივანიჭებ. ისრაელის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი პრემიერლიგაშიც გამოდის. საერთოდ, ისეთი ჯგუფია, წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ. იოლი გასეირნება არავისთან გველის. მალტა არ იყო, ამხანაგური თამაში რომ წავაგეთ? იმავე ლატვიამ თბილისში მოგვიგო.

- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე თემურ ქეცბაია ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას შეძლებს?

- ერთი რაშიც დარწმუნებული ვარ, ქეცბაია ფეხბურთელებს იმ სათამაშო ჟინს გადასცემს, რომელიც თავად ახასიათებდა, როდესაც მოედანზე იყო. ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვართ, რომლებსაც მასთან ერთად გვითამაშია და ვფიქრობ, გუნდში ერთსულოვნება იქნება. მომავალ შესარჩევს იმედით ვუყურებ და მთავარია, კარგი თამაში ვაჩვენოთ. თორემ, სულ უკან და უკან მივდივართ, ხოლო ნაკრების ცუდი გამოსვლიდან გამომდინარე, ფეხბურთელებს საზღვარგარეთ კლუბებში წასვლაც უჭირთ. უნდა შევეცადოთ, ბოლო პერიოდში ნაჩვენები საშინელი თამაში გამოვასწოროთ.

- ბუნებრივია, იმედი გაქვთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელი ყველა იმ ფეხბურთელს გამოიძახებს, რომელიც ნაკრებში თამაშს იმსახურებს.

- უშეცდომო კაცი არ არსებობს. ქეცბაიაც შეცდება რაღაცაში - ფეხბურთელებთან მიდგომაში, მათ ნაკრებში გამოძახებაში ან ტაქტიკაში. ის ერთია და ჩვენ 22 ვართ, ამიტომ მისგან შეცდომის დაშვება უფრო მოსალოდნელია. თუმცა, ქეცბაია პრინციპული ადამიანია და ნაკრებში იმ ფეხბურთელს არ გამოიძახებს, რომელიც სათამაშოდ მზად არაა. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხიზანიშვილი იქნება თუ კობიაშვილი. იგი არასოდეს გააკეთებს, რომ სწორი გზით მიმავალმა, სხვაგან გადაუხვიოს.

- სანაკრებო თემიდან საკლუბოზე გადავიდეთ. “ნიუკასლში” იჯარის ამოწურვის შემდეგ, იმედი გქონდათ, რომ ამ კლუბთან არენდას გააგრძელებდით, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონლიგის აუტსაიდერ “რედინგში” აღმოჩნდით...

- “ნიუკასლთან” იჯარის დამთავრების შემდეგ, მთავარ მწვრთნელს კრის ჰატონს ვესაუბრე და მას იმედი ჰქონდა, რომ გუნდში დავბრუნდებოდი. თუმცა, ყველაფერი კლუბის პრეზიდენტის გადასაწყვეტი იყო. ისეთი ვითარება შეიქნა, იჯარის გახანგრძლივების შემთხვევაში, ხელფასის 50 პროცენტი “ნიუკასლს” უნდა გადაეხადა, ხოლო მეორე ნახევარი - “ბლექბერნს”. საბოლოოდ, პრეზიდენტმა თქვა, რომ კლუბის გაყიდვას აპირებდა და ამიტომ, ზედმეტი ფულის დახარჯვა არ სურდა, რის გამოც, არენდა აღარ გაგრძელებულა. ამასობაში, გადასვლა “რედინგმა” შემომთავაზა და დავთანხმდი.

- გუნდი, რომელიც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, თქვენ ამბიციას რამდენად აკმაყოფილებს?

- “რედინგს” სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება რომ შეეთავაზებინა უარს ვიტყოდი. თუმცა, იჯარით თამაში, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ “ნიუკასლი” გაცილებით მაღალი დონის კლუბია, მაგრამ “რედინგში” გადასვლას უკან გადადგმულ ნაბიჯად არ ვთვლი. ამიტომ, არაფერს ვნანობ. მით უმეტეს, “რედინგს” პრემიერლიგაში უთამაშია და იმ შემადგენლობიდან გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი კიდევაა შემორჩენილი. რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკას მივიღებ, რომელიც ნაკრებში გამოსვლისთვის აუცილებელია. მართალია, ქეცბაიასთან დიდი ხანია ვმეგობრობ, მაგრამ მისთვის უფრო ადვილი იქნება ნაკრებში ჩემი გამოძახება, როდესაც კლუბში სტაბილურად ვითამაშებ.

- “რედინგის” შემადგენლობაში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- “დონკასტერთან” (2:1 რედ.) ბოლო 10-12 წუთი ვითამაშე, ხოლო “პლიმუთთან” (2:1 რედ.) ორივე ტაიმი ჩავატარე. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან უხეში შეცდომა არ დამიშვია.

ლაშა თაბაგარი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 20:56 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
დონკასტერთან” (2:1 რედ.) ბოლო 10-12 წუთი ვითამაშე, ხოლო “პლიმუთთან” (2:1 რედ.) ორივე ტაიმი ჩავატარე. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან უხეში შეცდომა არ დამიშვია

kaia to bleqbernSi arTamaSs isev aq joia redingSi sul mainc itamashebs :)


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010