R1517GEO | თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 01:31 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (UEFA) ორი ჩინოვნიკი იმყოფება: ეროვნული ასოციაციების განვითარების დეპარტამენტის შეფი პასკალ ტორესი და პროგრამა “ჰეთ-თრიქის” ხელმძღვანელი ჟოზეფ კლემენტი. გეცოდინებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ახალი პროექტების განხორციელებაში დახმარება სთხოვა, მათ კი უპირველესად იმ ობიექტების მონახულება გადაწყვიტეს, რომლებიც სფფ-ს “ჰეთ-თრიქის” დაფინანსებით უნდა კეთილმოეწყო. ესენია - ტექნიკური ცენტრი “ბასა”, რუსთავის “ფოლადის” სტადიონი, “ვიტ ჯორჯიას” სტადიონი მცხეთაში და საგურამოს ბაზა. დათვალიერება დღეს დილით რუსთავიდან დაიწყო, შემდეგ კი სტუმრებმა ყველა ობიექტი მოინახულეს და შეამოწმეს. რა თქმა უნდა, უეფას ჩინოსნებს სფფ-ის ხელმძღვანელებიც ახლდნენ: პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. პასკალი და კლემენტი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის წარუდგენენ შენიშვნებს, ანუ რა მდგომარეობაშია ეს ოთხი ობიექტი. ევროპული ფეხბურთის მმართველისთვის არსებული სურათის სრულად წარმოსადგენად, განსაკუთრებით ჟოზეფ კლემენტი იღწვოდა, რომელიც მთელი ვოიაჟის განმავლობაში ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული და ყვითელ უბის წიგნაკშიც ხშირ-ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს. ისე კი, სტუმრები ნანახით რომ კმაყოფილები არ იყვნენ, მათი რეაქციებიდან და სიტყვებიდან კარგად გამოჩნდა. უეფას ჩინოსნებს ჟურნალისტებთან საუბრის დიდი სურვილი ნამდვილად არ გამოუხატავთ. მთავარმა “რევიზორმა” პასკალ ტორესმა მცირე კომენტარი მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი გეგმის ბოლო ობიექტის შემოწმება დაასრულა. მცხეთის სტადიონის ფონზე, სტუმრის სიტყვები სანახობის შესაბამისად სევდიანი იყო. პასკალ ტორესი: “ჩამოვედით, რათა მიმდინარე პროექტები შევამოწმოთ. წინასწარ ვიცოდით, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო და რაც აქ დაგვხვდა, არ გაგვკვირვებია. ამ ეტაპზე რაც გვაინტერესებდა, ყველაფერი ვნახეთ. ახლა, დავჯდებით და მოვილაპარაკებთ, რა დროში უნდა დასრულდეს ყველა ის პროექტი, რომელიც აქამდეც უნდა დასრულებულიყო. ვფიქრობ, ჩვენი, როგორც უეფა-ს ოფიციალური წარმომადგენლების რეკომენდაციები მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთათვის. მე კარგად ვიცნობ თქვენს ქვეყანას და ვიცი, რომ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გყავთ, მაგრამ ქვეყანაში ფეხბურთის მაღალ დონეზე ასაყვანად, მარტო ეს არ კმარა; სასიცოცხლოდ აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. სამუშაო კი, ძალიან ბევრია. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მაქსიმალური დახმარება გაგიწიოთ. რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომლებსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გვთავაზობს, მანამდე ვერ განვიხილავთ, სანამ მიმდინარე პროექტები არ დასრულდება.” რევაზ არველაძე: “ყველასთვის ცხადია, რომ ეს ადამიანები ნანახით აღფრთოვანებულები არ არიან, რადგან პროექტები და სამუშაოები დასრულებული არაა. შემაჯამებელ შეხვედრაზე ჩვენ უკვე მივიღებთ მათგან რეკომენდაციებს, თუ როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა დამთავრდეს ეს პროექტები. საუბარია მცხეთის სტადიონზე, “ბასას” საწვრთნელ მინდვრებზე და რუსთავის სტადიონზე, რომელთან დაკავშირებითაც შენიშვნები უკვე გამოითქვა, რადგან იქ გაწეული სამუშაოების დროს, ბევრი შეცდომაა დაშვებული და აუცილებლადაა გამოსასწორებელი. ეს ვიზიტი, სწორედ იმისთვისაა, რომ მიღებული შენიშვნები გავითვალისწინოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს უეფა-სთან და მომავალში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სხვა პროექტებშიც. ისინი ხედავენ ჩვენს მონდომებას და ჩვენც უპირველესად ის გვინდა, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი მივიღოთ ამ პროექტებიდან.” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, დომენტი სიჭინავას თქმით კი, უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის საქართველოში ვიზიტისთვის, რომელიც აპრილშია დაგეგმილი, რუსთავისა და მცხეთის სტადიონები და “ბასას” საწვრთნელი მოედნები სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. სიჭინავამ ისაუბრა იმ შეცდომებზეც, რომელიც “ფოლადის” სტადიონის რეკონსტრუქციისას, ქართული მხარის მიერ იქნა დაშვებული. “ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსთავის სტადიონი ორ ვარსკვლავს მაინც მიიღებდა, მაგრამ ახლადდაგებული მოედნის ნახვის შემდეგ, ბატონმა პასკალმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ერთი ვარსკვლავის მიღებაც კი გაგვიჭირდება,” - დანანებით აღნიშნა ფედერაციის თავკაცმა. ეკა ელოშვილი ილია ნანობაშვილი
ერთად უკეთესია!
|
|
| |
mixeilius | თარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 02:52 | შეტყობინება # 2 | გაზიარება |
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 103 წევრი No.: 8 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| Quote (R1517GEO) პასკალ ტორესი: “ჩამოვედით, რათა მიმდინარე პროექტები შევამოწმოთ. წინასწარ ვიცოდით, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო და რაც აქ დაგვხვდა, არ გაგვკვირვებია. vax vax
LIVERPOOL & MANCHESTER CITY
|
|
| |