მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ გიორგი მერებაშვილთან
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 01:37 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






მერაბ მამულაშვილი

ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა კი დაიხურა, მაგრამ ფიფას ჩარევით თბილისის "დინამოს" ლიდერმა გიორგი მერებაშვილმა ნოვი სადის (სერბეთი) "ვოივოდინასთან" ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ნოვისადელებს ადგილობრივ ჩემპიონატში მესამე ადგილი უკავიათ. შეგახსენებთ, რომ "ვოივოდინაში" თბილისის "დინამოს" კიდევ ერთი ყოფილი ლიდერი მიხეილ ხუციშვილი თამაშობს.

იმ დროს, როცა მერებაშვილის გაცილებით მაღალი რანგის ჩემპიონატში გადასვლას ველოდებოდით, რატომ სერბეთი? ამის შესახებ გიორგი გულახდილად გვესაუბრება...

- "ვოივოდინასთან" კონტრაქტი როგორ გააფორმეთ? სერბული კლუბის წარმომადგენელი ესტუმრა თბილისს?

- ტელეფონით ვისაუბრეთ. კონტრაქტი კი ფაქსით გამომიგზავნეს და აქ მოვაწერე ხელი. ორწლინახევრიანი ხელშეკრულებაა. ეს ვარიანტი "გაგრასთან" მატჩამდე შემომთავაზეს და იმდენად მოულოდნელი იყო, თავი შევიკავე და რაკი სატრანსფერო ფანჯარაც დახურული იყო, გარიგება უკვე ჩაშლილიც მეგონა. თუმცა სერბები კონტრაქტს ჯიუტად მოითხოვდნენ. თურმე, "ცრვენა ზვეზდასთან" მნახეს და კლუბის პრეზიდენტმა ჩემს ტრანსფერზე ზრუნვა მაშინვე დაიწყო. თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობაც ემხრობოდა ამ წინადადებას და მეც დავთანხმდი. ფეხბურთში ჩახედული ადამიანი მიხვდება, რომ ბალკანელები დიდ ფულს ვერ შემომთავაზებდნენ. შემიძლია გითხრათ, რომ ევროპული კლუბის კვალობაზე საკმაოდ მცირე ანაზღაურებას დავთანხმდი. თუმცა "ვოივოდინას" ხელმძღვანელობა შემპირდა, რომ გუნდში დამკვიდრების შემთხვევაში, 6 თვეში ევროპის ერთ-ერთ ცნობილ კლუბში გამიშვებენ. "ვოივოდინა" ასე მუშაობს და ჩემთვის ეს დიდი სტიმულია.

- კონტრაქტი რომ ორწლინახევრიანია?

- კი, მაგრამ ეს კლუბის სტრატეგიას ვერ შეცვლის. "ვოივოდინა" ფეხბურთელებს ზრდის და ძლიერ ევროპულ კლუბში ყიდის. ევროპელი სელექციონერები სერბეთს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ამას გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო რაღაც შუალედური ტრამპლინი, ანუ ისეთი კლუბი, სადაც უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ მოვემზადებოდი. იყო რამდენიმე საინტერესო ვარიანტიც - სამი თურქული კლუბი მიწვევდა, ერთ-ერთი "ბურსასფორი" იყო. ან თუნდა ბრემენის "ვერდერი", ათენის "პანათინაიკოსი", სალონიკის პაოკ, ბელგიის "ანდერლეხტი"... ზოგმა "დინამოს" ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. განსაკუთრებით ხარკოვის "მეტალისტი" აქტიურობდა. არ დავმალავ - ამ გუნდში გადასვლა ძალიან მაფრთხობდა. მე ტექნიკური ფეხბურთელი ვარ, ხარკოველები კი, ისევე, როგორც უკრაინული გუნდების უმრავლესობა, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობს. მოკლედ, ჩემი სტილის გუნდი არ იყო, ფეხბურთელის კარიერისთვის კი გუნდის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რაკი ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე ვიდექი, ბევრი ვიფიქრე და ბოლოს სერბეთი ვამჯობინე - ნაკლები ფულით, მაგრამ ევროპული პერსპექტივით. სერბებმა ფეხბურთელების მომზადება კარგად იციან. სხვათა შორის, კონტრაქტი დღეს გავაფორმე, ფიფაში კი ვერ დაარეგისტრირეს, რადგან სამუშაო საათები დასრულებული იყო. თუმცა, წესით, ფორმალური მხარე ხვალ უნდა დასრულდეს. "ვოივოდინამ" ფიფას წინასწარ აცნობა, კონტრაქტის გაფორმებას რომ ვაპირებდით და მგონი, ტრანსფერი განხორციელდება. სხვათა შორის, სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო, როცა "ვოივოდინას" პრეზიდენტმა ფიფას სთხოვა - ერთი დღეც მოგვეცითო და მოულოდნელად თანხმობა მიიღო... გულწრფელად გეუბნებით, სინანულის გრძნობა დამეუფლა - "დინამო" ხომ ჩემი ოჯახივით იყო, აქ უზარმაზარი გამოცდილება და სამეგობრო შევიძინე. რაღა დაგიმალოთ და, თვალზე ცრემლები მომადგა. კლუბს, ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებსა და ჩვენს გულშემატკივრებს, "გლადიატორებს", მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის, რასაც მათგან წლების განმავლობაში ვგრძნობდი.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 02:51 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






sad midioda r aundoda/

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010