ნიკოლოზ ნეფარიძე ლადო დვალიშვილის ანგარიშზე 2010 წელს უკვე ოთხი დუბლია, ამჯერად ჰაიფას "მაქაბის" ფორვარდმა თავი ისრაელის თასზე გამოიჩინა. ჩემპიონი ჰაიფაში ლეუმითლიგის ქვარ სავას "ჰაპოელს" თასის მე-8 ეტაპზე შეხვდა და 5:0 გაანადგურა. ამით დვალიშვილის გუნდი მერვედფინალში გავიდა. ლადომ მე-3 და მე-5 გოლები გაიტანა, შესაბამისად 51-ე და 82-ე წუთებზე, ქართველის ანგარიშზე ორი საგოლე პასიცაა, ერთი გოლი კი შლომი არბეიტმანმა ლადოს წაქცევისთვის დანიშნული პენალტით გაიტანა.
სათასო შეხვედრებიდან ჩვენთვის სხვა მატჩებიც საინტერესო იყო. მერვედფინალში გავიდა ლეუმითლიგის "ბნეი ლოდი", რომელიც მარმორეკის "ჰაპოელს" ეწვია და 2:0 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა გიორგი გაბიდაურმა, დამარხებულებში არ გამოჩენილა ლევან ჯღარკავა.