მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
გაიორგი ჭანტურია ბარსაში რჩება
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 06:56 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ამ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ქართველი გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესი გამოავლინა სანკტ პეტერბურგის "ზენიტმა" და ის მზად იყო ქართველ ფეხბურთელში სოლიდური თანხა გადაეხადა.

შეიძლება ბევრისთვის არ არის ცნობილი ის ფაქტი, რომ ჭანტურია "ბარსელონაში" საფეხბურთო კლუბ "საბურთალოდან" წავიდა და მას ესპანურ გუნდთან მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ კატალონიელებმა ქართველი სხვა გუნდში გაუშვან.

გიორგი ჭანტურიას ერთხელ "ბარსელონას" პირველ გუნდში თამაშის საშუალებაც კი მისცა ხოსეპ გვარდიოლამ ამხანაგურ შეხვედრაში და გიორგიმ გოლის გატანაც მოახერხა.

და როგორ ფიქრობთ, ასეთ დროს გიორგი სათამაშოდ სხვა გუნდში წავიდოდა?

მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რუსულ პრესაშიც კი გავრცელდა ამის შესახებ ინფორმაცია და ისიც კი ითქვა, რომ მდიდარი რუსები მზად იყვნენ ქართველში დაახლოებით 2 მილიონი ევროც კი გადაეხადათ.

გიორგიმ ესპანეთს კარგად აუღო ალღო და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ფეხბურთელი "ბარსელონასთან" ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. მას თავად კლატალონიელები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ცხადია, მის გაშვებაზე არავინ ფიქრობს.

როცა ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენს მეგობარს, რომელიც კატალონიაში ცხოვრობს და "ბარსელონასთანაც" მიუწვდება ხელი, დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მოეძიებინა ინფორმაცია მოსალოდნელ ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც გავარკვიეთ, კატალონიელებისთვის რუსებს მსგავსი წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა, ესპანელები საკმაოდ ფრთხილობენ და თვალს ადევნებენ ახალგაზრდა ქართველის თითოეულ მოქმედებას.

იცით, რომ ხოსეპ გვარდიოლამ გიორგის ხეორხიანო შეარქვა და როდესაც ამხანაგური შეხვედრა დასრულდა, მას მომავალში შეხვედრა უსურვა და იქვე დაამატა, ეს ქართველი მაოცებს. საკმაოდ თამამი, მონდომებული ბიჭია და მას ნამდვილად კიდევ არაერთხელ ექნება შანსი დაგვიმტკიცოს, რას წარმოადგენს. მე ეს ბიჭი ძალიან მომწონსო.

ამდენად, ატეხილი აჟიოტაჟი თუ ისტერია გიორგი ჭანტურიას "ზენიტში" გასხვისებასთან დაკავშირებით ფუჭი აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არასდროს მოხდება.

ფეხბურთელის მამა, დავით ჭანტურია ამბობს, რომ შვილს ქართველად ზრდის და არ აპირებს მის რუსეთში გაშვებას და გავრცელებული ინფორმაცია სისულელეა და სხვა არაფერი.

თუმცა...

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ერთ–ერთი სააგენტოს წარმომადგენელი ქართულ მხარეს გიორგის გაყიდვასთან დაკავშირებით ნამდვილად ესაუბრა და სერიოზული თანხაც არის შეთავაზებული.

ამბობენ იმასაც, რომ ჭანტურიას გადაბირების სურვილი მოსკოვის "სპარტაკსაც" კი გაუჩნდა და ამაში დიდ როლს ჯანო ანანიძე ასრულებს. მან მოსკოველებს შეუქო ქართველი ფეხბურთელი და მისი გადაბირებისკენ მოუწოდა, თუმცა...

მოკლედ, დღეს ყველაფერს ამბობენ, მაგრამ არაფერი მტკიცდება და აჟიოტაჟიც სულ ტყუილად არის ატეხილი. ქართველი ფეხბურთელი ბარსელონაშია და ვარჯიშობს, ესპანურ ენას სწავლობს და დიდი მომავლისთვის ემზადება.

რამდენად სწორი იქნება გიორგი ჭანტურიას "ბარსელონაში" დარჩენა, ამას მომავალი გვიჩვენებს. კატალონიელები მალე გადაწყვეტენ, დაიტოვებენ თუ არა ქართველ ფეხბურთელს და გაუფორმებენ თუ არა პროფესიონალურ კონტრაქტს. არადა. ეს ბიჭი ნამდვილად გენიოსია.

დიახ, ეს სიტყვები გამოიყენა გიორგი ჭანტურიას დახასიათებისას ცნობილმა ფეხბურთელმა, ახლა კი "ბარსელონას" მეორე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ. ამის შესახებაც ჩვენმა მეგობარმა გვაცნობა.

როდესაც მწვრთნელების მხრიდან ქართველ ფეხბურთელს ასეთი მხარდაჭერა აქვს, დაგვეთანხმებით, იქიდან წამოსვლაზე ნამდვილად არ უნდა იფიქროს, ვინაიდან 16 წლის ბიჭს დიდი მომავალი აქვს.

როგორც ირკვევა, ქართველი ფეხბურთელის თამაშის სანახავად მომავალ ელიტ რაუნდის შეხვედრებში ჰოლანდიის, ჩეხეთის და უკრაინის ნაკრებებთან რამდენიმე უცხოელი აგენტი დაესწრება – რუსეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოდანაც კი.

ცხადია, მარტო ჭანტურიას თამაშის სანახავად არ იქნებიან ისინი ჩასული და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც დააკვირდებიან, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ისევ და ისევ ჭანტურიას მიმართ იქნება მიმართული.

არ არის გამორიცხული, რომ ქართველების თამაშებს კატალონიური გუნდის წარმომადგენლებიც დაესწრონ და შესაბამისად, ქართველის თამაში კიდევ ერთხელ "გაშიფრონ", თუმცა გიორგიმაც კარგად იცის, რომ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 10:36 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






xo ganacxada giom vrchebio :)

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010