მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ორი ქართული გოლი
R1517GEOთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 02:10 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






გუშინ ევროპულ მინდვრებზე 2 ქართული გოლი გავიდა, რომელთაგან ერთ-ერთი კლიმენტი წიტაიშვილმა ჩაიწერა ანგარიშზე. კვიპროსული “ნეა სალამისის” თავდამსხმელმა, თავი “არისთან” შეხვედრაში 70-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. საბოლოოდ, “ნეა სალამისმა” 3:2 მოიგო და მიმდინარე სეზონში ეს მისი პირველი გამარჯვება იყო. 21-ე ტურში მოპოვებული 10 ქულით “ნეა სალამისი” ცხრილში ბოლო ადგილზეა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატი მოგებით განაახლა გათამაშების ლიდერმა, ბაქოს “ინტერმა”. კახა ცხადაძემ 4 ქართველიდან 3 ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. გიორგი ლომაიამ და გიორგი ნავალოვსკიმ მატჩი სრულად ჩაატარეს, დავით ოდიკაძემ კი, მოედანი 70-ე წუთზე დატოვა. ნავალოვსკიმ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. რაც შეეხება კახა მჟავანაძეს, მას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

“ინტერის” მეტოქე იყო ასევე ქართველთა სიმრავლით გამორჩეული “სიმურგი, რომლის რიგებშიც დავით ბოლქვაძე, რომან ახალკაცი და კახა ჩხეტიანი ირიცხებიან. ზაქათალელთა შემადგენლობაში გუშინ ახალკაცმა და ჩხეტიანმა ითამაშეს. ორივე მათგანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

მატჩი ბაქოელებმა 2:1 მოიგეს და მე-2 ადგილთან სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდეს. რაც შეეხება “სიმურგს”, იგი 28 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.

ასევე ხუთმა ქართველმა ითამაშა ბაქოს “ოლიმპიკის” და სუმგაითის “სტანდარტის” მატჩში. მასპინძელთა მხრიდან, ძირითად შემადგენლობაში იყო რომან გოგინაშვილი, რომელმაც მოედანი მე-80 წუთზე დატოვა, მანამდე კი, 45-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო. მე-60 წუთზე შეცვლაზე შევიდა ნუგზარ კვირტია. სტუმართა რიგებში მატჩი სრულად ჩაატარეს სერგო ორბელაძემ და გიორგი სეთურიძემ, ხოლო დავით ჭიჭვეიშვილი მოედანზე 43-ე წუთზე შევიდა.

შეხვედრა “ოლიმპიკმა” 2:0 მოიგო, რის შემდეგაც ოც თამაშში მოპოვებული 24 ქულით მე-8 ადგილზეა. “სტანდარტი” კი, 10 ქულით, “ქარვანთან” ბოლო ადგილს ინაწილებს.

თავად “ქარვანმა”, რომლის რიგებშიც ალექსანდრე ინწკირველი ირიცხება, შინ, ანგარიშით 0:1, “ნეფტჩისთან” დათმო შეხვედრა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა და მე-4 წუთზე ყვითელ ბარათს გამოჰკრა ხელი.

“თურანთან” გასვლაზე 0:1 დამარცხდა დავით სვანიძის “მუღანი”. ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა. მისი გუნდი ამ მარცხის შემდეგ ერთი საფეხურით დაქვეითდა და 14 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.

ასევე გასვლაზე დამარცხდა გოგა ბერაიას და რევაზ გეწაძის “გაბალა”, რომელმაც “ბაკთან” წააგო 0:2. ბერაიამ 90 წუთი ითამაშა, გეწაძე კი, მოედანზე არ გამოჩენილა. 32 ქულით “გაბალა” მე-6 ადგილზეა.

უქართველოდ მოიპოვა ქულა გიორგი ადამიას “ყარაბახმა”, რომელიც გასვლაზე “კაზარ ლანკარანს” უგოლოდ დაუზავდა. მოპოვებული ქულით “ყარაბახი” მე-2 ადგილზე გადავიდა.

გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი მოუგებელი მატჩი ჩაატარა ლევან კობიაშვილის “ჰერტამ”. ბერლინელები საკუთარ მოედანზე “მაინცს” დაუზავდნენ ანგარიშით 1:1 და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში ვერ მოახერხეს მოგება. ქართველმა ფეხურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, მისი გუნდი კი, 22 თამაშში მოპოვებული 12 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.

საფრანგეთის ჩემპიონატში 4-მატჩიანი წაგებათა სერია ერთი ქულის მოპოვებით შეწყვიტა გიორგი მაკარიძის და ამირან სანაიას “ლე მანმა”, რომელიც მთელი მე-2 ტაიმი 10 კაცით მოთამაშე “სოშოს” უგოლოდ დაუზავდა. ქართველთაგან განაცხადში მოხვდა სანაია, მაგრამ მას მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცემია. 24 ტურის შემდეგ “ლე მანს” 17 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე მყოფი, უსაფრთხო ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

მიშა ზაქარეიშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 16:11 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






vax vax sul kargi da kargi ra!

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010