მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
შეყილაძემ მეოთხეც გაიტანა და ნახევარფინალშია
R1517GEOთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 10:06 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






"ლელო "
# 35 (13 023)
13 თებერვალი, შაბათი, 2010 წელი

დავით ცაბაძე

იტალიაში უკვე დასკვნით ფაზაში შევიდა პოპულარული ტურნირი ვიარეჯოს თასის გათამაშება (რომელიც თავის დროზე 48 გუნდის მონაწილეობით დაიწყო). ამ ტურნეზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდ ირაკლი შეყილაძის "ემპოლიც" ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებითაც. 1/8 ფინალში ემპოლელთა გასვლაში შეყილაძემ თავისი წვლილი დაიდო და კასტელანის მსგავსად 3 გოლი გაიტანა. ირაკლის გუნდმა მერვედფინალში "რომას" დუბლების ძლევის (პენალტების სერიაში 3:1) შემდეგ, მეოთხედფინალში "ფიორენტინას" დუბლები 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ირაკლი შეყილაძე კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე შეცვალეს. ფლორენციელთა მარცხს სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა დაუდო სათავე. 54-ე წუთზე ირაკლიმ ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მიიღო და "ფიორენტინას" მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. ემპოლელებმა ანგარიშში სხვაობა 15 წუთში გაზარდეს, "ფიორენტინამ" კი 82-ე წუთზე მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა.

შეყილაძის "ემპოლი" ვიარეჯოს ტირნირის ნახევარფინალში სერია D-სა და "ატალანტას" სარეზერვო გუნდს შორის გამარჯვებულს ან ტურინის "იუვენტუსის" დუბლებს დაუპირისპირდება.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 16:13 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






misagol sheyooooooooooooooooooooooo

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010