მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ბაია 0:2 სპარტაკი
R1517GEOთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 10:10 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






"ლელო "
# 35 (13 023)
13 თებერვალი, შაბათი, 2010 წელი

კრიტიკული სიტუაცია

ირაკლი ლაგვილავა

ზუგდიდიდან

ბაია-სპარტაკი 0-2

0:1 მაისურაძე (81), 0:2 კანდელაკი (89)

ბაია: სომხიშვილი - კვეკვესკირი (83. ფიფია), აქუბარდია, ს. თოდუა, კვესიეშვილი - ჩისამბა ლუნგუ, რ. ონიანი, გუგუჩია - შ. ლომია (75. წურწუმია), ვართაგავა, ბაკარანძე (71. ჭკადუა).

სათადარიგოები: ზარქუა, სიხარულია, ეხვაია, ქირია

სპარტაკი: ბათიაშვილი - ბაქრაძე, ფოფხაძე, ბოიომო, მგალობლიშვილი, ჩირიკაშვილი (90. კბილცეცხლაშვილი) - მაისურაძე, თარხნიშვილი, მგელაძე (46. დეკანოიძე), ბუზალაძე (60. კანდელაკი) - მედ ნალო.

სათადარიგოები: ნონოსი, გ. კვახაძე

გაფრთხილება: ბოიომო (15), გუგუჩია (34), ბათიაშვილი (63), აქუბარდია (77)

არბიტრი: ლ. სილაგავა

საკუთარ ბაზაზე (ზუგდიდის სტადიონზე გაზონი მზად არ იყო) მარცხით "ბაიამ" სატურნირო მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიუარესოს. შეგახსენებთ რომ, "ბაია" ბოლოდან მეორე ადგილზეა და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა.

პირველი ნახევარი მასპინძელს ცუდს არაფერს უქადდა. "ბაიამ" თამაში აქტიურად დაიწყო და ბურთიც უმეტესად სტუმართა ნახევარზე გორავდა. მაგრამ ამ უპირატესობას "ბაიასთვის" არაფერი მოუტანია. არადა, მომენტები იყო. მაგალითად, 39-ე წუთზე ჩისამბა ლუნგუმ შოთა ლომიას მშვენიერი პასი გადააწოდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზუგდიდელთა მე-14 ნომერმა ბურთის სათანადოდ დამუშავება ვერ შეძლო, შესაბამისად, დარტყმაც უხეირო გამოდგა და ცხინვალელთა გოლკიპერს მისი განეიტრალება აღარ გასჭირვებია.

ტაიმის მიწურულს მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. გუგუჩიას მიერ ჩინებულად ჩაწოდებულ კუთხურს თავდამსხმელთა გააზრებული მოქმედება რომ მოჰყოლოდა, "სპარტაკი" გოლს ვერ ასცდებოდა. არადა, ზუგდიდელთა გუნდს თითქოს ამ კომპონენტში არ უნდა გასჭირვებოდა, რადგანაც მწვრთნელმა მოედანზე საბრძოლო შემადგენლობა (4-3-3) გაიყვანა, რასაც ცხინვალელებმა ძირითადად კონტრშეტევებზე აგებული ტაქტიკა (5-4-1) დაუპირისპირეს.

პირველ ტაიმში სტუმრები ძირითადად თავს იცავდნენ და ზუგდიდელთა კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამთ. მეკარეც და მინდვრის მოთამაშეებიც დროის გაყვანას ცდილობდნენ. ცხადი იყო, რომ სტუმართა გუნდს ფრეც აძლევდა ხელს. თამაშის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამინდმაც - ძლიერი ქარის გამო, ორივე გუნდის ფეხბურთელებს ზუსტი პასების გაკეთება ერთიორად უჭირდათ.

სანახაობით არც მეორე ნახევარი გამოირჩეოდა, თუმცა შესვენების შემდეგ გუნდები უკვე სხვა განწყობით გავიდნენ სათამაშოდ. როგორც ჩანს, სტუმრები მიხვდნენ, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა და მოუმატეს. შედეგად, "ბაიას" კართან რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა. მედ ნალომ მასპინძელთა მცველების შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს აართვა მცველს და საჯარიმოში შეიჭრა, თუმცა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კარში ოდნავ უზუსტოდ დაარტყა.

"ბაიას" ფეხბურთელები ცდილობდნენ უპირატესობის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ტექნიკური წუნი ორივე მხარეს საკმაოდ დიდი იყო და, შესაბამისად, ძირითადი მოქმედება მოედნის ცენტრში ვითარდებოდა. უკმაყოფილო გულშემატკივარი კი გოლს ელოდა...

გოლი კი გავიდა, მაგრამ არა იმ კარში, რომელშიც ადგილობრივი ქომაგები ისურვებდნენ. მას მერე, რაც თითქმის ყველა შეეგუა ფრეს, ნიკოლოზ მაისურაძე მცველებს გაექცა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ახლო კუთხეში გაიტანა. ამის შემდეგ "ბაიას" თამაში სრულიად მოიშალა. სიტუაცია ვერც ახალი თავდამსხმელის გამოსვლამ შეცვალა - გოგი ფიფიამ ზუგდიდელთა თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო.

თუმცა "ბაია" მაინც ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, განსაკუთრებით ზამბიელი ლეგიონერი, მასპინძელთა შორის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ აქტიურობდა, მაგრამ ვერც ამან მოიტანა შედეგი. მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთებიდან - ერთი მეკარემ აიღო, მეორე კი მცირედით ასცდა კარს. ამასობაში "სპარტაკმა" მეორე გოლიც გაიტანა - შეტევაში გართულმა ზუგდიდელებმა საკუთარი კარის დაცვა ვერ შეძლეს და 89-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა კანდელაკმა საბოლოო წერტილი დასვა - 0:2.

მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (ბაია): "ამ სამწუხარო მარცხით ჩვენი გუნდი კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა. წაგების მიზეზად შეუთამაშებლობას მივიჩნევ. დიდი ხანი არ არის, რაც ახალი ფეხბურთელები დაგვემატნენ, გამოცდილება გვაკლდა და შედეგიც სახეზეა".

გელა ინალიშვილი (სპარტაკი): "მიუხედავად ჩვენი ტაქტიკისა, დაცვაზე ორიენტირებული ფეხბურთი არ გვითამაშია. მეორე ტაიმში უპირატესობა აშკარად ჩვენს მხარეზე იყო და საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა მომენტების რეალიზება შეძლეს. რა თქმა უნდა, თამაშის ხარისხით კმაყოფილები ვართ - სტუმრად მოგება ადვილი არ არის. ვიტყოდი, ჩვენმა ფეხბურთელებმა გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეს".


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 16:10 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
ბაია-სპარტაკი 0-2 0:1 მაისურაძე (81), 0:2 კანდელაკი (89)

sagol spartaks!


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010