მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
შეყილაძემ ფინალი დათმო
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-16, 14:10 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ იტალიაში მიმდინარე პრესტიჟულ ახალგაზრდულ ტურნირზე (“ვიარეჯო ქაპ”) ჩემპიონობა ვერ მოიპოვა. შეყილაძის “ემპოლი” ფინალში ტურინის “იუვენტუსთან” 2:4 დამარცხდა.

შეყილაძე ფინალში 32-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როცა ანგარიში 1:0 იყო. შემდეგ ტურინელებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და 4:0 იგებდნენ. მხოლოდ ბოლო 10 წუთში მოახერხა “ემპოლიმ” ანგარიშის “შელამაზება”, თუმცა ირაკლის ამჯერად არ გაუტანია - შანსი კი მხოლოდ ბოლო წუთზე ჰქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარემ აუღო.  ქართველმა მეორე ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, ქართველის გუნდი 48-გუნდიანი ტურნირის ფინალამდე ისე მივიდა, რომ 6 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გაშვებული, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” ახალგაზრდებს ვეღარ გაუძლო.

შეყილაძემ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა - ტოსკანელთა გუნდიდან ყველაზე ბევრი.  “ვიარეჯო ქაპის” ბომბარდირი კი “იუვეს” პაოლო იმობილი გახდა 10 გოლით.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010