მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
კუტალიამ მოიბოდიშა
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-16, 14:13 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ბოსნიური სარაევოს “სლავიას” ქართველი ფეხბურთელის, ლევან კუტალიას “მსოფლიო სპორტისთვის” მიცემულ გუშინდელ ინტერვიუს წაიკითხავდით, სადაც იგი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოუძახებლობის მისეულ ვერსიაზე საუბრობს.  

ახლა კი, ლევან კუტალიამ,  “მსოფლიო სპორტის” მეშვეობით ბოდიში მოუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასა და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას.

“ბოდიშს ვუხდი ბატონ დომენტი სიჭინავას და ბატონ ოთარ გაბელიას. გულწრფელად ვნანობ ჩემს ნათქვამს. აღელვებული ვიყავი და ინტერვიუში ზედმეტი მომივიდა. ავღელდი იმის გამო, რომ ძალიან მსურს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში და გულგრილი ვერასოდეს ვიქნები ჩემი ქვეყნის მიმართ. საქართველოს ღირსების დაცვა, ჩემთვის ყოველთვის საამაყო იქნება”.   

 



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010