R1517GEO | თარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-16, 14:13 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| ბოსნიური სარაევოს “სლავიას” ქართველი ფეხბურთელის, ლევან კუტალიას “მსოფლიო სპორტისთვის” მიცემულ გუშინდელ ინტერვიუს წაიკითხავდით, სადაც იგი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოუძახებლობის მისეულ ვერსიაზე საუბრობს. ახლა კი, ლევან კუტალიამ, “მსოფლიო სპორტის” მეშვეობით ბოდიში მოუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დომენტი სიჭინავასა და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოთარ გაბელიას. “ბოდიშს ვუხდი ბატონ დომენტი სიჭინავას და ბატონ ოთარ გაბელიას. გულწრფელად ვნანობ ჩემს ნათქვამს. აღელვებული ვიყავი და ინტერვიუში ზედმეტი მომივიდა. ავღელდი იმის გამო, რომ ძალიან მსურს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში და გულგრილი ვერასოდეს ვიქნები ჩემი ქვეყნის მიმართ. საქართველოს ღირსების დაცვა, ჩემთვის ყოველთვის საამაყო იქნება”.
ერთად უკეთესია!
|
|
| |