16 თებერვალს სპორტის დეპარტამენტში რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ პრსკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებს რაგბის კავშირის პრტეზიდენტი გია ნიჟარაძე, ნაკრების თავკაცი ტიმ ლეინი და ტურისტული სააგენტოების "აჭარა" ტურისა და "მილენიუმის" წარმომადგენლები მიხეილ დობორჯგინიძე და ნინო პეტრიაშვილი შეხვდნენ. სასაუბრო თემა ნაკრების მიერ პორტუგალიასთან მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება და რუსეთთან 20 მარტს ტრაბზონში "აკჩააბატ ფათიჰის" სტადიონზე გასამართი ევროპის "ერთა თასის" მატჩის საორგანიზაციო საკითხები იყო, გულშემატკივრებს ტურისტული კომპანიები სხვადასხვა მომსახურების პაკეტს სთავაზობენ. გია ნიჟარაძე:" რუსეთთან მატჩს ტრაბზონში ჩავატარებთ, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება უკვე დაწყებულია. ბილეთების გაყიდვა კი ხვალიდან დაიწყება. თავიდან თამაში "ტრაბზონსფორის" სტადიონზე უნდა გამართულიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ დღეს თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატში "ტრაბზონსფორი" "გალათასარაის" მასპინძლობს, რამაც იძულებული გაგვხადა სხვა სტადიონი მოგვეძებნა, რომელიც მხოლოდ 6000 ათას გულშემატკივარს იტევს.
გამოდის, რომ გაყიდვაში 5500 ბილეთი იქნება, ამიტომ გულშემატკივარს აქტიურობა მართებს. ჩვენ შევარჩიეთ ორი ტურისტული სააგენტო, რომლებიც გულშემატკივარს საკმაოდ კარგ მომსახურებას სთავაზობენ. მინდა, რომ ქართველ ქომაგს რამდენიმე საჭირო რჩევა მივცე, ფული აუცილებლად საქართველოში გადაახურდაონ, რადგან ტრაბზონში მხოლოდ ერთი გადასახურდავებელი ადგილია და ისიც ან იმუშავებს და ან არა.
გარდა ამისა, სიფრთხილე გმართებთ ალკოჰოლთან მიმართებაშიც. თურქეთში ამას დიდ ყურადღებას აქცევენ და შეიძლება ამან პრობლემები შექმნას იგივე სტადიონზე შესვლის დროს. რაც შეეხება, ბილეთებს ის რამდნიმე ფერის იქნება და სტადიონზე მისულ ადამიანს მოუწევს საკუთარი ადგილის პოვნა კონკრეტული ტრიბუნის ზემოთ დადგმული შესაბამისი ფერის ბანერის მიხედვით, ბილეთის ფერი ბანერის ფერს უნდა დაემთხვეს.
სტადიონზე არსებულმა მდგომარეობამ მსგავსი სიახლის გაკეთება გვაიძულა, რადგან სკამები დანომრილი არ იყო. პორტუგალიასთან მოპოვებულ გამარჯვებაზე კი იმას გეტყვით, რომ ბიჭებს ურთულეს პირობებში მოუხდათ ლისაბონში ჩასვლა. ჯერ იყო და კანში ცუდი ამინდის გამო თითქმის ვერ ივარჯიშეს, მერე კი დიდთოვლობამ ლისაბონში ჩასვლა საკმაოდ გაართულა და საბოლოდ, პორტუგალიაში ნაკრები სამ ნაწილად ჩავიდა.
არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ საკმაოდ ცუდათ იმსაჯა. სასიხარულოა, რომ ბიჭებმა ყველაფრის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს".
მიხეილ დობორჯგინიძე ("აჭარა" ტური):" რაგბის კავშირმა თანამშრომლობა შემოგვთავაზა და ჩვენც სიამოვნებით მოვემსახურებით ქართველ გულშემატკივრს. ბილეთები ცალკეც გაიყიდება, მაგრამ გირჩევთ, რომ შეიძინოთ მთლიანი პაკეტი რაც ითვალისწინებს როგორც ბილეთის, მგზავრობის, აგრეთვე სასტუმროთი უზრუნველყოფას. სხვადასხვა პაკეტი გვექნება და ქომაგებს საშუალება მიეცემათ არჩევანი თვითონ გააკეთონ. ბილეთებს უკვე ხვალიდან გავყიდით".
ნინო პეტრიაშვილი:" თუ გამოჩნდებიან მსურველები დაინიშნება ჩარტერული რეისი ტრაბზონში, რომელიც 295 დოლარი ეღირება ლარის ექვივალენტში. ავტობუსები გავა რესპუბლიკის მოედნიდან 19 მარტს 22 საათზე. იქნება სხვა საშუალებაც, გულშემატკივარი ვინც ბათუმიდან ისურვებს გამგზავრებას თურქეთში პრობლემა არც მას შეექმნება".
ტიმ ლეინი:" გერმანია საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით დაგვიპირისპირდა, რამაც ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება მოგვცა. პორტუგალიასთან გაცილებით რთული მატჩი გვქონდა. ბიჭებს დავალება მივეცი, რომ გაცილებით უფრო აგრესიულად ეთამაშათ შერკინებაში და აქცენტი მიწაზე თამაშზე გაეკეთებინათ.
პორტუგალია საკმაოდ აგრესიული დაცვით გვეთამაშა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება, ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ. ესპანეთთან შეიძლება იყოს მცირე ცვლილებები, თუმცა ძირითადი ბირთვი არ შეიცვლება. ახალგაზრდებს კი თავის გამოჩენის საშუალებას ივნისში სამხრეთ აფრიკაში მივცემთ.
მეორე ტაიმში ხანდახან გვაქვს გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს პრინციპში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ხან მეორე ტაიმშიც ნორმალურად ვთამაშობთ. რაც შეეხება, საკმაოდ ხშირ გაძევებას ჩვენი მოთამაშეების გეთანხმებით, რომ ამ მხრივ პრობლემები გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ კიდეც. ასევე, პრობლემატურია საკმაოდ ხშირი ჯარიმები, რომელსაც ვიღებთ. ეს პრობლემაც უნდა მოვაგვაროთ".
ტურისტურლი სააგენტოების მისამართები
"აჭარატური"
www.adjaratour.com
tel: +995 77 788 888
+995 222 32907
"მილენიუმი"
www.mtravel.ge
tel: +995 32 25 30 05