მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
მეორე ტური კარს მოგვადგა
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-16, 21:57 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






"ლელო "
# 37
16 თებერვალი, სამშაბათი, 2010 წელი

სრული ტურის მოლოდინი

გია ტუხაშვილი

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც, უცნაურად დაიწყო მეორე ეტაპი! უამინდობისა თუ საკლუბო ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო გადადებული უამრავი შეხვედრა, ჩემპიონატის ორი გამორჩეული ფეხბურთელის უცხოურ გუნდებში გადასვლა, ათის ნაცვლად ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან ერთ-ერთის (�სიონი�-�სპარტაკი�) გარშემო ატეხილი არასასიამოვნო აჟიოტაჟი და ასე შემდეგ. ამ მატჩის გამო გუშინ სქართველოს ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში საგანგებო სხდომა ჩატარდა და იქ მიღებულ სანქციებს დღევანდელ �ლელოში� წაიკითხავთ. მანამდე �კარს მომდგარ� ტურზე ვისაუბრებთ, წესითა და რიგით, სრულად რომ უნდა ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში, ამჯერადაც უნდა ვენდოთ ქართველ სინოპტიკოსებს, რომელთა პროგნოზითაც ამინდის გაუარესებას აღარ უნდა ველოდოთ...

ვერა და ვერ დაიწყო მეორე ეტაპი მოქმედმა ჩემპიონმა - უამინდობის გამო �ვიტ ჯორჯიას� ორივე მატჩი გადაიდო. სამაგიეროდ, ფაქტობრივად, განახლებულ-გადახალისებულმა �სიონმა� ერთი შეხვედრის ჩატარება �მოასწრო�. კალენდარი ისეა შედგენილი, ბოლნისელები საჭირო ქულებს როდის შეიძენენ, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია: დღეს ხომ მოქმედ ჩემპიონს ეთამაშებიან, შემდეგ ტურში �ზესტაფონს� უნდა უმასპინძლონ, მერე კი ქვემოქართლური �დერბი� ელოდებათ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ �ოლიმპთან�! თან, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს სამი ერთმანეთზე რთული მატჩი �სიონმა� ათი დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

სხვათა შორის, ერთ საინტერესო დეტალზეც გვინდა ყურადღების გამახვილება: �სიონი� და �ვიტ ჯორჯია� ამ სეზონში ერთმანეთს მესამედ ხვდებიან და წინა ორი დაპირისპირების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა მწვრთნელის �დუელს� უნდა ველოდოთ. პირველ წრეში რამაზ მუმლაძისა და თემურ მახარაძის დაპირისპირება ვიხილეთ, მეორეში - მერაბ კოჭლაშვილისა და გიორგი ყიფშიძისა, დღეს კი გელა გომელაურის და ხვიჩა ქასრაშვილის პაექრობა შედგება.

დღევანდელ მეტოქეთა ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, ამ ბოლო დროს �ვეტერინართა� უპირატესობა აშკარაა - ზედიზედ სამი შეხვედრაა, �ვიტ ჯორჯია� მინიმალური სხვაობით ამარცხებს �სიონს�.

ბოლოს კი შეგახსენებთ, ეს მატჩი რუსთავში ჩატარდება და ერთადერთია იმ ტურის შეხვედრებიდან, დღეს რომ უნდა გაიმართოს, დანარჩენი ოთხი კი ხვალ იქნება.

ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი, წინა ტურის გადადება რომ არ აძლევდა ხელს, �დინამო� იყო. კახა კაჭარავას გუნდმა მოსამზადებელი პერიოდიდან მოყოლებული, მშვენიერი ტემპი აკრიფა და ყოველივე ეს მეორე ეტაპის საწყის ტურში �გაგრასთან� დიდი ანგარიშით გამარჯვებამაც დაადასტურა. მოკლედ, ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ ხვალინდელ მატჩშიც უპირობო ფავორიტად მასპინძლები მოიაზრებიან. ეს იმის მიუხედავად, რომ �დინამო� ნელ-ნელა უნდა �მიეჩვიოს� გიორგი მერებაშვილის გარეშე ასპარეზობას - ჩვენს ყველაზე ტიტულოვან კლუბში არაერთი ისეთი ფეხბურთელია, თამაშის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია. თუნდაც, მათე ვაწაძე, მკურნალობის შემდეგ �დუბლით� რომ დაბრუნდა წინა ტურში. სხვათა შორის, ხვალინდელი მატჩი მეტოქეებისათვის ერთგვარი �რეპეტიცია� უნდა იყოს - �დინამო� და �სპარტაკი� ხომ ერთმანეთს თასის ნახევარფინალში ხვდებიან.

არანაკლებ ინტერესს იწვევს ის გარემოებაც, რომ დიდი შანსია ხვალინდელ შეხვედრაში მოედანზე სარეკორდო რაოდენობის... ლეგიონერებიც ვიხილოთ; ყოველ შემთხვევაში, ორივე გუნდის მწვრთნელებმა თუ გადაწყვიტეს და თავიანთ ყველა ლეგიონერს ძირითადში თამაშის შანსი მისცეს, მაშინ, სულ მცირე, ათამდე უცხოელსაც ვნახავთ. ყოველივე ამან კი, შესაძლოა, უცხელებზე ლიმიტის დაწესებაზეც გვიბიძგოს - მეტ-ნაკლებად �ნორმალური� დონის ლეგიონერის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეც არ მოხდეს, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი დაიჩაგროს...

�სპარტაკი� �დინამოსთვის� მუდამ �სასურველი� მეტოქე იყო; ბოლოდროინდელ დაპირისპირებებში კი, რაღა თქმა უნდა, პირველი წრის მატჩი უნდა ვახსენოთ, როცა ჩინებული სტარტის მერე �სპარტაკმა� მეტად მწარე მარცხი (0:5) იწვნია �დინამოსგან�. სხვათა შორის, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა ახლაც წარმატებით დაიწყო მეორე ეტაპი - �სპარტაკი� ერთადერთია, მეორე ეტაპზე ქულათა მაქსიმუმი რომ დააგროვა.

�სპარტაკის� გარდა მხოლოდ �ზესტაფონმა� მოახერხა მეორე ეტაპის დაწყებიდან ორივე მატჩის ჩატარება. თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, გია გეგუჩაძის გუნდმა �დაგეგმილი� ექვსის მაგივრად მხოლოდ ოთხი ქულა აიღო. თან, უფრო რთულ მატჩში (სტუმრად - �სამტრედიასთან�) გაიმარჯვეს, ხოლო შინ �ლოკომოტივთან� (ისევე როგორც პირველ წრეში) ფრეს დასჯერდნენ. ყოველივე ამის მიუხედავად, �ზესტაფონი� კვლავაც რჩება ჩემპიონობის ერთ-ერთ კანდიდატად და მართალია, ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული, მხოლოდ ორი ქულითღა ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ �ოლიმპს�. ყოველივე აქედან გამომდინარე, ხვალინდელ მატჩშიც ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ; მით უფრო, რომ სტუმრები ამ შეხვედრას უდიდესი დანაკლისით ხვდებიან:

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში �გაგრას� საუკეთესო ფეხბურთელი და ასევე საუკეთესო ბომბარდირი გიორგი გაბედავა კარიერის გასაგრძელებლად ხომ უკრაინაში გაემგზავრა. ისე, რახან ბომბარდირებზე ვსაუბრობთ, �ზესტაფონის� საუკეთესო მეგოლე ნიკა გელაშვილიც უნდა ვახსენოთ - ზედიზედ ორი ტურია, თავი რომ ვერ გამოიჩინა. არადა, ამ სეზონში ჩატარებული �ზესტაფონისა� და �გაგრას� წინა ორივე დაპირისპირება იმერული კლუბის გამარჯვებით დასრულდა. თანაც, �ზესტაფონმა� ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით (1:0) მოიგო და ორივე შემთხვევაში გამარჯვების გოლი ნიკა გელაშვილს გაჰქონდა.

აი, ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრაც: �ბაიაც� და �ლოკომოტივიც� სატურნირო ცხრილის აუტსაიდერები არიან და ამიერიდან ორივე გუნდისთვის ყველა მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება. აღარაფერს ვამბობთ ურთიერთშეხვედრებზე - უშუალო კონკურენტთან წარმატებას ხომ, როგორც წესი, ექვსქულიან თამაშად ვაფასებთ ხოლმე. �ბაიამ� მეოთხე ეტაპი წარუმატებლად დაიწყო - ბევრისთვის მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე რომ დამარცხდა ერთი შეხედვით უმოტივაციო �სპარტაკთან�. მეორე მხრივ, ეს შედეგი სენსაციადაც არ უნდა მიგვეჩნია - პირველ ეტაპთან შედარებით, ზუგდიდურ გუნდში ხომ უამრავი ცვლილება მოხდა.

აქედან გამომდინარე, ახალ ფეხბურთელებს ერთმანეთთან შესათამაშებლად გარკვეული დროც სჭირდებათ; თუმცა, სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ახლა უმთავრესი სასურველი შედეგის მიღწევა იქნება და �ბაიას� ახალი მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი და გუნდის კონსულტანტი სოსო ჭედიაც პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. აი, �ლოკომოტივი� კი გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში �აკრეფილ ტემპსაც� აგრძელებს და �ოქროს� ტოლფასი ქულების მოპოვებასაც. არადა, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ, �ლოკომოტივის� შანსი მეტისმეტად მიზერული ჩანდა, ახლა კი გელა სანაიას გუნდის მდგომარეობა კატასტროფულ-უიმედო სულაც არ არის.

�ლოკომოტივი� ახალგაზრდული გუნდია და არც გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, თუმცა კლუბის წარმატება-წარუმატებლობა მაინც დიდად არის დაკავშირებული კონკრეტულ მოთამაშეზე. მაქსიმე ქვილითაიაზე მოგახსენებთ, მეორე ეტაპის საწყის ტურშიც რომ ჩინებულად ითამაშა და მისმა საიმედო ასპარეზობამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ზესტაფონიდან ქულის წამოღება.

�ვიტ ჯორჯიას� მსგავსად ჩემპიონატი ჯერ არ განუახლებია ერთპიროვნულ ლიდერს რუსთავის �ოლიმპს�. არადა, დასამალი რა არის: მართლაც, დიდი ინტერესით ველოდებით გადახალისებულ-სახეშეცვლილი �ოლიმპის� ასპარეზობას. ადრეც რამდენჯერმე აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ: თემურ მახარაძის �ოლიმპი� პირველ ეტაპზეც საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო და ჩემპიონატშიც სავსებით ლოგიკურად ლიდერობდა; თუმცა, ამ ზამთრის პაუზის დროს გუნდი უფრო გაძლიერდა და ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები (სანდრო იაშვილი, გია კვარაცხელია, თემურ ღონღაძე, რეზო ჯიქია) დაიმატა. არანაკლებ ინტერესს იწვევს პირველი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურელის ანდერსონ აკინოსა და სანდრო იაშვილის ერთად ასპარეზობაც...

საერთოდაც, აკინოსთვის ხვალინდელი მატჩი �განსაკუთრებულია� - ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა �სამტრედიასთან� წინა ორივე შეხვედრაში �დუბლი� შეასრულა; ამას გარდა, �ოლიმპი�-სამტრედიას� პირველი წრის მატჩი იყო, სრულიად უწყინარ სიტუაციაში რომ დაშავდა და გარკვეული პერიოდი მკურნალობდა. სხვათა შორის, �სამტრედია� მართლაც რიხით დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და უბრძოლველად ქულებს არავის უთმობს. ეგ კი არა, რვაწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული გუნდი დღეისათვის მისთვის საპატიო მეექვსე ადგილზეც სრულიად სამართლიანად იმყოფება. ოღონდ, ერთადერთი მხოლოდ �ოლიმპია�, რომელთანაც ორივე შეხვედრაში უშანსოდ დამარცხდნენ (0:5, 0:4)...


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010