მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ ალეკო ამისულაშვილთან
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-18, 16:13 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ნალჩიკის “სპარტაკის” მცველმა ალეკო ამისულაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბოლოს 2007 წლის ოქტომბერში ითამაშა, როცა “ჯვაროსნებს” კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა. მას შემდეგ “ტოპის” არ გამოუძახებია, არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა კი ერთი მატჩიც არ ათამაშა. და აი, ეროვნული გუნდის ახალმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ალეკო ნაკრებში დააბრუნა.

ამისულაშვილი თბილისში იყო ჩამოსული და ეროვნულ სტადიონზე “დინამოსა” და ცხინვალის “სპარტაკის” თამაშს უყურა. ახლა კი მისი ინტერვიუ “მსოფლიო სპორტთან”:



- როგორ გამონახე დრო თბილისში ჩამოსასვლელად? ნალჩიკის “სპარტაკი” ხომ რუსული პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება.

- ოთხი დღე თავისუფალი გვაქვს და ასე ვთქვათ, დრო ვიხელთე. ახლა თურქეთში გავყვები ნალჩიკის “სპარტაკს”, მორიგი შეკრება დაგვეწყება.

- იყო საუბარი, რომ ნალჩიკს დატოვებდი. ზაფხულამდე რჩები?

- დიახ, ვრჩები. კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება. ჩემს მიმართ რამდენიმე კლუბს ჰქონდა ინტერესი, მაგრამ გადავწყვიტე, ნალჩიკში დავრჩენილიყავი. გუნდსაც შეჩვეული ვარ.

- კი მაგრამ, ზაფხულში თავისუფალი ხდები და “სპარტაკს” ახლა არ აწყობდა შენი გაყიდვა?

- კი, ნამდვილად აწყობდათ, მაგრამ ძვირადაც შემაფასეს და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დავრჩი ნალჩიკში.

- “რუბინი” რეალურად თუ იყო შენით დაინტერესებული?

- ინტერესის შესახებ გავიგე, მაგრამ საქმე ბოლო წერტილამდე არ მისულა.  

- “სპარტაკში” ბევრი ფეხბურთელი ისინჯება, მაგრამ მათი გვარები არ ხმაურდება. ქართველიც ხომ არ არის ვინმე მათ შორის?

- არა, ქართველი არავინაა. სულ სამნი ვართ: მე, გოგიტა გოგუა და დავით სირაძე.

- საქართველოს ეროვნული ნაკრები, ალბათ, მტკივნეული თემა იყო შენთვის - კარგა ხანია, არ გითამაშია.

- არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ნაკრებში. რა თქმა უნდა, მომენატრა აქ თამაში და ახლა ერთი სული მაქვს, როდის მოვა 3 მარტი - ესტონეთთან შეხვედრა.

- ახალი მწვრთნელი, ახალი იმედები - როგორ ფიქრობ, რა ელის საქართველოს ნაკრებს ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში?

- იმედიანად უნდა ვიყოთ. კარგია, რომ თემურ ქეცბაიამ უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბა. პირადად მე მჯერა, რომ საქართველოს ნაკრები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თამაშის ხარისხს და შედეგსაც. დროა, გულშემატკივრებმა გაიხარონ.

- ჩვენს შესარჩევ ჯგუფს როგორ შეაფასებ?

- იოლი ჯგუფი ნამდვილად არაა, მაგრამ არც ისეთია, რომ უშანსოდ ვიყოთ. პირიქით, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ თითოეულ თამაშში. ჯგუფის ფავორიტად კი ხორვატია მიმაჩნია.

- და კიდევ, რუსეთში მოთამაშე იმ ქართველ ლეგიონერებს, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთ, ჩვენ ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლაზე პრობლემები ექმნებათო. ამაზე ქეცბაიამაც თქვა. შენ რუსეთის მოქალაქეობა გაქვს და რას იტყვი?

- არანაირი პრობლემა არ შემექმნება. პატარა პროცედურებია გასავლელი, რათა ეს ბარიერი აღარ იყოს. სასამართლოში უკვე შეტანილი მაქვს საქმე ამ თაობაზე და აუცილებლად მოვიგებ. ასე რომ, ნაკრებში ჩვეულებრივ ჩამოვალ ხოლმე.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010