მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ოლიმპი 3:1 სამტრედია
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-18, 16:17 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






"ლელო "
# 39
ხუთშაბათი, 18 თებერვალი, 2010 წელი

კერკეტი კაკალი იაშვილმა გატეხა, აკინომ მოიგო

დავით ცაბაძე

რუსთავი-თბილისი

ოლიმპი-სამტრედია 3-1

1:0 გ. კვარაცხელია (70. აკინოს პასით) 1:1 სამსეიშვილი (77. ტყემალაძის პასით), 2:1 იაშვილი (88. აკინოს პასით), 3:1 აკინო (90. ხიდეშელის პასით)

ოლიმპი: ჭანტურია - თ. ღონღაძე, გ. კვარაცხელია, ფრაგა, გილაური (46. ს. იაშვილი) - დობროვოლსკი (71. გ. ხიდეშელი), იმედაშვილი, პ. დათუნაიშვილი (41. რეხვიაშვილი), აკინო - ჭედია, რ. ჯიქია.

სათადარიგოები: მერლანი, მაჭავარიანი, ხუბუა, ელოხი.

სამტრედია: ი. შენგელია - კუპრეიშვილი, გოგია, ჟვანია, ნინუა - სამსეიშვილი, ფორცხალავა, ჩალაძე (68. კვაღინიძე), ილურიძე - ჩომახიძე (77. ბარამიძე) - დარბაიძე (46. ტყემალაძე).

სათადარიგოები: ბანძავა, ქორიძე, კირთაძე, ეცადეიშვილი.

გაფრთხილება: ფირცხალავა (47), ილურიძე (54), რეხვიაშვილი (59), ჩალაძე (63), ილურიძე (73)

გაძევება: ილურიძე (73)

არბიტრი: ო. ხეცაძე

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მატჩი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. წლის რიგით მესამე ტურის ეს შეხვედრა, ცხრილის ლიდერ რუსთავის �ოლიმპისთვის� პირველი თამაში იყო. სასტარტო მატჩი ყველას უჭირს და ამ მხრივ არც თემურ მახარაძის გუნდი ყოფილა გამონაკლისი. რუსთაველებმა სეზონი მძიმედ, მაგრამ მაინც დამსახურებული მოგებით განაახლეს. რაც შეეხება სტუმრებს, �სამტრედიას� აშკარად დაეტყო, რომ ზამთრის მოსამზადებელი პაუზა ამ გუნდმა კარგად გამოიყენა. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ცხრილის ლიდერებმა, �ზესტაფონმა� და �ოლიმპმა� სამტრედიელებს კი სძლიეს, მაგრამ ეს საგრძნობლად გაუჭირდათ. ალბათ ამიტომაც იყო, გუშინ რუსთავის �ფოლადის� ტრიბუნაზე ერთმა გულშემატკივარმა მოსწრებულად რომ თქვა, �ეს სამტრედიაა თუ �სამპდორიაო�?! მართლაც სამტრედიელთა გუნდმა გუშინ გამორჩეულად ითამაშა... მასპინძლებს რომ სტუმართა კარის დალაშქვრა გაუჭირდათ, ეს �სამტრედიის� მეკარე ირაკლი შენგელიას დამსახურება უფროა, ვიდრე �ოლიმპის� ფეხბურთელების უზუსტობა...

თუმცა, კლასმა მაინც თავისი გაიტანა და რუსთაველებმა მოიგეს. ეს გამარჯვება კი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ანდერსონ აკინომ მნიშვნელოვანწილად განაპირობა. თავად განსაჯეთ, სამხრეთამერიკელმა ფორვარდმა (რომელიც გუშინ მარცხენა ფრთაზე იყო გამწესებული), პირველი ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მესამე კი თავადვე გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ ფორვარდი სანდრო იაშვილი ეროვნულ ჩემპიონატში ისევ გამოჩნდა და გოლით დაბრუნდა. იაშვილმა საქართველოს პირველობაზე ხელახალი დებიუტი გოლით აღნიშნა, თანაც მისი გატანილი ბურთი ამ შეხვედრაში, საკვანძო აღმოჩნდა - სწორედ სანდროს გოლმა გატეხა იმერლები... და ერთიც, თემურ მახარაძემ ნახევარმცველები, გივი კვარაცხელია და აქვსენტი გილაური დაცვაში გაამწესა და მათაც თავი არ შეირცხვინეს, დაცვითი ოპერაციების გარდა, შეტევაშიც მონაწილეობდნენ.

რუსთაველებმა გუშინ ორი განსხვავებული ტაიმი აჩვენეს. პირველ ნახევარში უფრო ფრთხილობდნენ, შესვენების შემდეგ შეტევაზე გადაერთვნენ და ეს შედეგშიც აისახა. სტუმრებმა კი კონტრშეტევითი ტაქტიკა აირჩიეს. მასპინძლებს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ და ფიზიკური კონდიციებიც ბოლომდე ეყოთ სხარტი თამაშისთვის. სამტრედიელებს ჩინებულად გამოუვიდათ კონტრშეტევაზე თამაში, არაერთი ხიფათი შექმნეს �ოლიმპის� კართან� და დისკვალიფიცირებული მეგოლე ზაურ ხაჭიპერაძე რომ ჰყოლოდათ, შესაძლოა მხოლოდ ერთ გოლს არ დასჯერებოდნენ.

რაც შეეხება მატჩის მსვლელობას, პირველი ხიფათი რუსთაველებმა შექმნეს, მე-4 წუთზე, მარცხენა ფრთიდან აქვსენტი გილაურის მიერ ჩაწოდებული პავლე დათუნაიშვილმა კარში კი გაგზავნა, მაგრამ ააცილა. იმერლებმა კონტრშეტევაზე თავიდანვე გამოაჩინეს ბრჭყალები. სამი წუთის შემდეგ, მასპინძლებს გამოცდილი შოთა ჩომახიძე გაეპარათ, მაგრამ ხიფათი უმალ განმუხტეს. მერე აკინო დაემუქრა სტუმრებს, �ოლიმპის� მეკარე გია ჭანტურია კი შალვა ფირცხალავას დარტყმულს გადაეფარა. 22-ე წუთზე მასპინძლებს ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებობა ჰქონდათ, მაგრამ თემურ ღონღაძის ჩაწოდებისა და რევაზ ჯიქიას თავურისას, იმერელთა მეკარე შენგელიამ იმარჯვა. ორ წუთში გიორგი ჭედიას დარტყმული გვერდიდან მოხვდა სტუმართა კარის ბადეს. 3 წუთის შემდეგ კი ღონღაძის ჩაწოდებისას კაპიტან დავით იმედაშვილის თავური გადასცდა სამტრედიელთა კარს. 30-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდებოდნენ გიორგი დარბაიძეს უკეთ რომ ეთამაშა. სტუმრებმა, მორიგი კონტრშეტევისას, წინ გამწესებული ერთადერთი ფორვარდი, მეკარესთან პირისპირ კი გაიყვანეს, მაგრამ... დარბაიძემ დარტყმა დააგვიანა, შეტევა გააგრძელა და რუსთაველებმა ხიფათი განმუხტეს. შემდეგ დავით იმედაშვილის დარტყმული აიღო კიპერმა ირაკლი შენგელიამ, 36-ეზე კი სამტრედიელებმა, ამჯერად უკვე ჩომახიძე შეატოვეს ჭანტურიას, მაგრამ �ოლიმპის� მეკარემ იმარჯვა. დარჩენილ დროში მასპინძლები სამჯერ დაემუქრნენ სტუმართა კარს, მაგრამ აკინოს, ჯიქიასა და გივი კვარაცხელიას დარტყმებს შენგელია გადაეფარა.

შესვენებაზე მეტოქეებმა თითო შეცვლა გააკეთეს და ორივე ფეხბურთელის წვლილი აისახა მეორე ნახევარში გასულ თითო გოლში. მასპინძელთა რიგებში სანდრო იაშვილის გამოჩენა იმის მაუწყებელი იყო, რომ �ოლიმპი� შეტევაზე გადაერთო. თემურ მახარაძის გუნდში ნამდვილადაა იმის პოტენციალი, რომ მათ შემტევ ფეხბურთზე გააკეთონ აქცენტი. თუმცა დაცვაც არ უნდა დაივიწყონ... თორემ კონტრშეტევაზე მოთამაშე �სამტრედიამ�, გუშინ ბარე 3-4 საგოლე მომენტი შექმნა, რითაც გამოჩნდა, რომ რუსთაველთა დაცვაში სამუშაოა. �სამტრედიაზე� უფრო მაღალი კლასის გუნდი, ამ კონტრიერიშებისას მხოლოდ ერთ გატანილ ბურთს არ დასჯერდებოდა...

ისევ მეორე ტაიმში შესულ ფეხბუთელებსა და მათ წვლილს დავუბრუნდეთ. იაშვილმა გარდამტეხი გოლი გაიტანა, ვალიკო ტყემალაძემ კი საგოლე პასი მიითვალა.

იაშვილის თამაშში ჩართვის შემდეგ მასპინძლებმა სტუმრებზე ზეწოლა გააძლიერეს. ტაიმის სტარტზე სამტრედიელთა მეკარე შენგელია იაშვილმა მაღალ ბურთზე ბრძოლისას ორჯერ დაასაქმა. მერე კი იმავე შენგელიამ აკინოს დარტყმული აიღო. �ოლიმპმა� გოლი მოამწიფა და ანგარიში გივი კვარაცხელიამ აკინოს ჩაწოდებისას გახსნა. 1:0. სხვათა შორის, კვარაცხელია გუშინ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, დაცვაშიც კარგად ირჯებოდა და შეტევაშიც საკმაო როლს თამაშობდა. კვარაცხელიას 3 წუთში დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ამჯერად მისმა თავურმა სტუმართა კარის ხარიხა შეაზანზარა... არც სტუმრები იყვნენ უქმად და მათ მალევე აღადგინეს წონასწორობა. 77-ე წუთზე ტყემალაძის პასი დემურ სამსეიშვილმა შეირგო და - 1:1.

ამან მასპინძლები გაახელა და მათ აქტიურად იწყეს დაწინაურებაზე ზრუნვა. ჯერ იყო და, აკინოს დარტყმულს ორჯერ გადაეფარა მეკარე შენგელია, მერე ჯიქიას თავური მცირედით ასცდა მიზანს, შემდეგ კი მორიგი გოლი ვიხილეთ, რომელმაც არაერთ ქომაგს იმედი ჩაუსახა, რომ სანდრო იაშვილი თავისი ნიჭისა და პოტენციალის გამოყენებას შეძლებს. 88-ე წუთზე აკინოს მიერ ჩაწოდებული ჯარიმისას იაშვილმა შეძლო და დაბალი ბურთი თავით კარში გადაგზავნა, 2:1. ამ გოლმა გატეხა სტუმრები, მით უმეტეს, ისინი გიორგი ილურიძის გაძევების გამო კაცნაკლულნი იყვნენ... რუსთაველები მინიმალურ სხვაობას არ დასჯერდნენ და კიდევ ერთი გაიტანეს. ამჯერად ორ საგოლე პასს აკინომ თავისი გატანილი მიამატა და ეფექტური გოლით საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ

თემურ მახარაძე (ოლიმპი): �ეს ჩვენთვის წელს პირველი თამაში იყო. პირველი მატჩი კი ყველას უჭირს. მით უმეტეს, ჩვენი გუნდი დასალაგებელი და შესათამაშებელია. მეტოქემ ბოლომდე იბრძოლა და ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა... მეორე ტაიმში შემტევი ფეხბურთი ვაჩვენეთ და შედეგსაც დამსახურებულად მივაღწიეთ. მომდევნო მატჩებში უკეთ ვითამაშებთ�.

ლევან ანჯაფარიძე (სამტრედია): �ფეხბურთელებს დაცვიდან კონტრშეტევაზე თამაში დავავალე და რაც შეეძლოთ, გააკეთეს. მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. ჩვენი ნაკლი სტანდარტული სიტუაციებია და მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა�.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010