მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
დავით ხოჭოლავას დუბლი
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-19, 17:11 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






თურქულ შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის “სპარტაკის” დუბლშემადგენლობამ პერმის “ამკარის” დუბლებთან 2:4 წააგო, ქართველი გულშემატკივრებისთვის კი ეს მატჩი იმით იყო საინტერესო, რომ დედაქალაქურ კლუბში სინჯებზე მყოფმა დავით ხოჭოლავამ დუბლის შესრულება შეძლო.

პერმელები პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა, ხოჭოლავამ ჯერ საჯარიმოს ფარგლებიდან ტექნიკური დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი მეტოქის კარი კუთხურის შემდეგაც დალაშქრა და წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრა ყაიმისკენ მიდიოდა, თუმცა, ბოლო ხუთ წუთში “ამკარმა” კიდევ ორჯერ იხეირა და გამარჯვებაც იზეიმა.

22 თებერვალს “სპარტაკის” დუბლები ნორვეგიულ “ლიუნს” ეთამაშებიან.



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010