alligator2591 | თარიღი: კვირა, 2010-თებ-21, 21:50 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 34 წევრი No.: 100 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01
| “შეუძლებელი არაფერია. ჩვენ შეგვიძლია ჯგუფის ფავორიტებს ზიანი მივაყენოთ. იოლი ლუკმა არავისთვის ვიქნებით”, – ეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სიტყვებია, რომელიც მან ბერძნულ exedrasports-ს უთხრა. ელინელებს აინტერესებთ, როგორია ქეცბაიას აზრი ევრო-2012-ის შესარჩევ ჯგუფზე, სადაც მათი ნაკრები და საქართველო ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ახლა კი, exedrasports-ის ინტერვიუ, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ: - როგორ შეაფასებთ ჩვენს ჯგუფს? - ისე ჩანს, რომ პირველ ადგილზე გასვლის ყველაზე დიდი შანსი ხორვატიასა და საბერძნეთს აქვთ. - ანუ, საქართველოს ნაკრებს იმედი არ უნდა ჰქონდეს? - წარმოუდგენელი არაფერია. ვფიქრობ, ხორვატია, საბერძნეთი და ისრაელი ბევრ დაუგეგმავ ქულებს დაკარგავენ როგორც ურთიერთშეხვედრებში, ასევე ჯგუფის დანარჩენ გუნდებთანაც. საქართველოს უსიამოვნო სიურპრიზების მომზადება შეუძლია ფავორიტებთან. - დღესდღეობით, რას წარმოადგენს საქართველოს ნაკრები? - ეს არის ნაკრები, სადაც თამაშობენ ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ბოლომდე ბრძოლის პრობლემა აქვთ. ჩემი მთავარი საზრუნავი სწორედ ეს იქნება – ნაკრებმა კბილებით უნდა იბრძოლოს. - და მიზანი რა გექნებათ? - მინდა შევქმნა გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მატჩში, შინ თუ სტუმრად, მოგების პრეტენზია ექნება. - საქართველოში რა რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ჯგუფში მეტოქეები შეიტყვეს? - დარწმუნებულნი არიან, რომ შედეგი გვექნება. ჩვენ ავცდით საფრანგეთს, გერმანიას და ასეთ გრანდებს, მაგრამ მე და ფეხბურთელებმა ვიცით, რომ შედეგის მიღწევა იოლი არ იქნება. - საბერძნეთის ნაკრებზე რას იტყვით? - თქვენი ნაკრების წარმატებები ოტო რეჰაგელის გუნდის იმ ბირთვს უკავშირდება, რომელმაც 2004 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. დღეს კი, ის შემადგენლობა დიდწილად შეცვლილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბერძნეთის ნაკრები დასუსტებულია და მასთან თამაში იოლია. - საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, რომელი ფეხბურთელები მოგწონთ? - “პანათინაიკოსის” ფრანგი ჯიბრილ სისე და “ოლიმპიაკოსის” შვედი ოლაფ მელბერგი. როგორც იცით, მელბერგი მე ჩამოვიყვანე ტურინის “იუვენტუსიდან”, რადგან ვიცოდი, რა დონის მცველი და როგორი პროფესიონალია. - “ოლიმპიაკოსში” გატარებულ სამწვრთნელო პერიოდს როგორ იხსენებთ? - ცუდია, როცა საუკეთესო სამწვრთნელო პერიოდში ასეთი რამ გიხდება. “ოლიმპიაკოსში” მუშაობისას მუდმივად და უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ. ბოლოს, ეს აუტანელი გახდა. გულშემატკივრების მესმის, მათ უკეთესი ფეხბურთის ნახვა სურდათ, მაგრამ ჟურნალისტებიც მიტევდნენ. - როგორც ხმები გავრცელდა, გუნდში ფეხბურთელებთან გქონიათ უთანხმოებები… - ტყუილია. ფეხბურთელებთან ბრწყინვალე დამოკიდებულება მქონდა. - “ოლიმპიაკოსში” მისვლას ნანობთ? - არა. მე არაფერს ვნანობ, რადგან “ოლიმპიაკოსი” გამოცდილება იყო. ცხოვრებაში კი, მწარე გამოცდილებაც საჭიროა. მოამზადა ილია ნანობაშვილმა
|
|
|
რეპუტაცია: 0 |  |
| |
abazi | თარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-22, 00:55 | შეტყობინება # 2 | გაზიარება |
ჯგუფი: მომხმარებელი
შეტყობინება: 6 წევრი No.: 313 რეგისტრ.: 2010-თებ-22
| ყველაფერი დამოკიდებულია კალენდარზე თუ კარგი სტარტი გვექნა ხალხიც მივა და ფეხბურთელებსაც უფრო სტიმული ექნებათ თამაშის. იმედიანად ვარ განწყობილი ვნახოთ რა იქნება
|
|
| |