გუშინ რუსთავში, "ფოლადი"–ს სტადიონზე საქართველოს U17 ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა ირანელ თანატოლებთან
ძლიერი ქარის მიუხედავათ, თამაში საინტერესო გამოდგა. პირველ ტაიმში მშვენივრად ითამაშეს ირანელებმა და მათმა გოლმა დაადასტურა კიდეც სტუმართა უპირატესობა
მეორე ტაიმში რამოდენიმე ცვლიელბა განახორციელა საქართველოს ნაკრებმა და შეზლო კიდეც უპირატესობის მოპოვება რასაც საპასუხო გოლიც მოჰყვა 1–1 ამის შემდეგ არაერთი მწვავე მომენტი შეიქმნა ორივე კართან მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. დღეს კი რუსთავში, "ფოლადი"–ს სტადიონზე გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველოსა და ირანის U17 ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებს შორის. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრების კარში გოლი მუჰამედ ჰუსეინ ქანანმა გაიტანა, მეორე ტაიმში კი მეჰდი დორმა გაზარდა ანგარიში, ამჯერად მატჩი სტუმრებმა 2–0 მოიგო.
GFF.GE