მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
თითქმის გადაწყვეტილი: შოთა არველაძე თურქეთის ნაკრებში
alligator2591თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-26, 13:18 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01







თურქულმა hurriyet –მა საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა: თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია მათი ეროვნული ნაკრების ახალ თავკაც გუს ჰიდინკის თანაშემწის პოსტს შოთა არველაძეს სთავაზობს.

“შოთა მშვენივრად იცნობს თურქულ ფეხბურთს და თავადაც არაა უარზე, ჩვენთან იმუშაოს” – წერს პოპულარული თურქული გამოცემა და იქვე, ტყუპისცალ არველაძის სიტყვებიც მოჰყავს:

“საქართველოს შემდეგ, თურქეთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქვეყანაა და თუ სერიოზული წინადადება იქნება, თანახმა ვარ ჰიდინკის თანაშემწედ მუშაობაზე”.

Hurriyet  აღნიშნავს, რომ შოთა ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია – ასევეა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ჯარიმების დარტყმის დიდოსტატი პიერ ვან ჰოიდონკიც, რომელიც ერთხანს სტამბოლის “ფენერბახჩეშიც” თამაშობდა. თურქების გათვლა მარტივია: ჰიდინკის თანაშემწედ ისეთი კაცი სურთ, რომელიც თურქული ფეხბურთის ავან-ჩავანში კარგად ერკვევა – შოთა არველაძე კი, გეცოდინებათ, “ტრაბზონსპორის” სული და გული იყო და დიდი სახელიც დაიგდო.

მაგრამ შოთა ამჟამად ჰოლანდიური "ალკმაარის” თავკაც დიკ ადვოკაატის ასისტენტად მუშაობს და რამდენად უღირს თურქეთში წასვლა? ამის გასარკვევად ტყუპისცალს ჰოლანდიაში დავუკავშირდით:

- დიახ, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ შემომთავაზა ჰიდინკის ასისტენტობა და მათგან მწვანე შუქი მაქვს ანთებული. ულაპარაკოდ მზად არიან ჩემს დანიშვნაზე.



- თვითონ ჰიდინკი? მას პირადად იცნობ?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვიცნობთ. გასულ ხუთშაბათს, ამსტერდამში “აიაქსი”–“იუვენტუსის” მატჩზეც ერთად ვიყავით. მე, ჰიდინკი და გოგა გახოკიძე გვერდიგვერდ ვიჯექით ტრიბუნაზე.

- და ჰიდინკმა შემოგთავაზა ასისტენტობა?

- მოდით, ასე ვთქვათ: ჰიდინკმა იცის, რომ თურქეთში მის თანაშემწეობაზე თანახმა ვარ. თურქებსაც ძალიან სურთ, ასე რომ...

- ანუ, შეგვიძლია, ეს საკითხი გადაწყვეტილად ჩავთვალოთ?

- ჯერ ნუ ვიჩქარებთ. თანაც, ჩემს გარდა, ვან ჰოიდონკის კანდიდატურაც განიხილება. ჰოიდონკმა თვითონ თქვა, ჰიდინკთან მუშაობა მინდაო, თუმცა მთავარია, თვითონ ჰიდინკი და თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია რას იტყვიან. კიდევ ვიტყვი, თურქებისგან გზა ხსნილი მაქვს.

- გასაგებია. “ალკმაარში” თუ იციან, რომ თურქეთში წასვლა გინდა?

- არა. აქ, ალბათ, ჯერ ისიც არ იციან, რომ თურქებმა ეს პოსტი შემომთავაზეს.

- ასე გადაწყვეტით რატომ არჩიე თურქეთის ნაკრები "ალკმაარს”?

- მაინტერესებს თურქეთში მუშაობა, ჩემთვის ნაცნობი გარემოა, თანაც, ჰიდინკის ფაქტორიც გავითვალისწინე. ცუდი რატომ უნდა იყოს?

- ისე, ორივეგან მუშაობა ვერ მოხერხდება?

- ამაზე არ მიფიქრია, ისე კი, რატომაც არ შეიძლება. თუმცა, ნაკლებად ეფექტური მგონია ამ ორ პოსტზე ერთად მუშაობა.  

- სხვა თემებზეც ვთქვათ: თქვენი ფონდის საქმიანობაში რა სიახლეებია?

- ზაფხულისთვის ორ ტურნირზე გვინდა ქართველი ბავშვების წაყვანა. კერძოდ, ერთ-ერთი 12 წლის ბავშვთა ის გუნდი იქნება, რომელმაც ამასწინათ ლატვიაში პრესტიჟული ტურნირი მოიგო. ახლა რაც დავგეგმეთ, ეს ტურნირები ჰოლანდიაში და გერმანიაში ჩატარდება. კარგია, რომ ”აჭარაბეთის” სახით, სოლიდური სპონსორი გვყავს.

- დაახლოებით ერთი თვის წინ გვითხარით, რომ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის მივლინებას აპირებდით გერმანიის “კარლსრუეში”, თუმცა იქ არავინ გამოჩენილა...

- ეს ფეხბურთელი მამუკა კობახიძეა, რომელიც “ზესტაფონში” აიყვანეს და ამდენად, “კარლსრუეს” ვარიანტი აღარ გამოვიდა. ამჯერად მადრიდის “ატლეტიკოში” გვსურს ერთი ქართველი ბიჭის გაშვება. ვნახოთ, წესით, მალე უნდა გაირკვეს ეს ამბავი. ოღონდ, ფეხბურთელის გვარს ვერ გეტყვით.

- რამდენი წლისაა?

- 18 წლის.

- ერთიც, 3 მარტს საქართველო–ესტონეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩების საყურებლად ხომ არ ჩამოხვალთ თბილისში?

- მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ ავიარეისი გადაიდო და ვერ ვახერხებ.



ილია ნანობაშვილი

 
რეპუტაცია: 0
kakha_kთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-26, 18:19 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 18
 წევრი No.: 91
 რეგისტრ.: 2009-აგვ-24






მემგონი კარგი იქნება თი ასე მოხდა მართლა. გადაწყვეტილია ვითომ?
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010