ლევან ჯანეზაშვილი ვფიქრობ, უჩა ლობჟანიძე ჩვენს გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს. მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ, ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის დნეპრის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ბესონოვმა. შეგახსენებთ, დნეპრის ახალწვეული ლობჟანიძე ამ გუნდის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც დღეისათვის ჯანმრთელადაა. ჯაბა კანკავა და ბექა გოცირიძე ჯერაც ვერ ვარჯიშობენ.