საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, სამ მარტს, თბილისში ესტონეთთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის, შეკრებაზე სამ ახალ ფეხბურთელს - მეკარე მაქსიმე ქვილითაიას (“ლოკომოტივი”), ნახევარმცველ ალექსანდრე კოშკაძეს და ფორვარდ მათე ვაწაძეს (ორივე - “დინამო”) უხმო.
ქეცბაია შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება ჯაბა კანკავას (“დნიპრო”, უკრაინა) და ალექსანდრე ამისულაშვილის (“სპარტაკ-ნალჩიკი”) ტრავმებმა, ასევე, სავიზო პრობლემების გამო მეკარე ნუკრი რევიშვილის (“ანჟი”, რუსეთი) ჩამოუსვლელობამ აიძულა. აღსანიშნავია, რომ კოშკაძე და ქვილითაია ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს.
დღესდღეობით, ესტონეთთან სათამაშოდ გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლომაია (“ინტერი”, აზერბაიჯანი), გიორგი ლორია (“დინამო”), მაქსიმე ქვილითაია (“ლოკომოტივი”).
მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - “რუბინი”, რუსეთი), კახა კალაძე (“მილანი”, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (“რედინგი”, ინგლისი), მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), გიორგი შაშიაშვილი (“ერგოტელისი”, საბერძნეთი), ილია კანდელაკი (“შტურმი”, ავსტრია), გურამ კაშია (“დინამო”) .
ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა (“სპარტაკ-ნალჩიკი”, რუსეთი), ზურაბ მენთეშაშვილი (“ჰაპოელი”, ისრაელი), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია), გიორგი მერებაშვილი (“ვოივოდინა”, სერბეთი), ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია), ალექსანდრე კოშკაძე (“დინამო”).
თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (“მაკაბი”, ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე (“სპარტაკ-ნალჩიკი”, რუსეთი), მათე ვაწაძე (“დინამო”), ოთარ მარცვალაძე (“ვოლგა”, რუსეთი).
ნაკრები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” იცხოვრებს, სადაც პირველ მარტს, 14:00 საათზე, ეროვნული გუნდის თავკაცი თემურ ქეცბაია მასმედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.