14 აგვისტოს სტარტს აიღებს საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც 4-წრედ 36-ტურად ჩატარდება. მასში 10-კლუბი მიიღებს მონაწილეობას და 27-მაისს დასრულდება პირველი ეტაპი დაიწყება 14-15 აგვისტოს და დამთავრდება 12 დეკემბერს.
მეორე ეტაპი დაიწყება 12-13 თებერვალს, 27 მაისს ჩემპიონატი დასრულდება.
XXII-ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ.
1. ოლიმპი (რუსთავი)
2. დინამო (თბილისი)
3. ზესტაფონი (ზესტაფონი)
4. ვიტ ჯორჯია (თბილისი)
5. სპარტაკი (ცხინვალი)
6. სიონი (ბოლნისი)
7. სამტრედია (სამტრედია)
8. ბაია (ზუგდიდი)
9. ტორპედო (ქუთაისი)
10. კოლხეთი (ფოთი)
მოახლოებულ ჩემპიონატში რამდენიმე წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდნენ ქუთაისის ტორპედო და ფოთის კოლხეთი, რაც იმედია ჩემპიონატს დამატებით ინტრიგას შესძენს.
აქამდე ჩატარებული 21-ჩემპიონატის გამარჯვებულები იყვნენ:
დინამო (თბილისი) - 13
ტორპედო (ქუთაისი) - 3
ოლიმპი (რუსთავი) - 2
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - 2
სიონი (ბოლნისი) - 1