3 სექტემბერს გაიმართება ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლის პირველი შეხვედრა რომელშიც საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი მეტოქე საბერძნეთის ნაკრებია, რომელიც მსოფლიოზე არც თუ ისე შტამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ბოლო შეხვედრაში ახალი მწვრთნელის მეთაურობით სტუმრად მძლავრი სერბეთის ნაკრები დაამარცხა მინიმალური სხვაობით. ჩვენი გუნდის დამრიგებელისთვის ეს მეოთხე თამაში იქნება. კეცბაიას მოსვლის შემდეგ გუნდს არ წაუგია (თფუ-თფუ-თფუ) და იმედია ეს ტრადიცია ბერძნებთან, ათენში გასამართ მატჩის მერეც იქნება ძალაში. გუნდების განაცხადები ამ მატჩისთვის:
საბერძნეთი:
მეკარეები: ალექსანდროს ცორვასი (პანათინაიკოსი), მიხალის სიფაკისი (არისი)
მცველები: ლოუკასი ვინტრა (პანათინაიკოსი), გიორგას სეიტარიდისი (პანათინაიკოსი), სოკრატის პაპასტატოპულოსი (მილანი), ავრაამ პაპადოპულოსი (ოლიმპიაკოსი), სტელიოს მალეცასი (პაოკი), ნიკოს სპიროპულოსი (პანათინაიკოსი), გიორგიო ცაველასი (აინტრახტი), გიანის მინიატისი (პანიონიოსი)
ნახევარმცველები: კოსტას კატსურანისი (პანათინაიკოსი), სოტირის ნინისი (პანათინაიკოსი), ალექსანდროს ციოლისი (რასინგი), ვასილის ტოროსიდისი (ოლიმპიაკოსი), გიორგოს კარაგუნისი (პანათინაიკოსი), პანტელის კაფესი (აეკი), პანაგიოტის კონე (ბრეშა)
თავდამსხმელები: ანტონის პეტროპულოსი (პანათინაიკოსი), დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკი), გიორგოს სამარასი (სელტიკი), კოსტას მიტროგლუ (ოლიმპიაკოსი), ფანის გეკასი (აინტრახტი)
საქართველო:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი)
მცველები: კახაბერ კალაძე (მილანი), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი მოსკოვი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კაისერისპორი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი), დავით კვირკველია (რუბინი), უჩა ლობჟანიძე (დნიპრო), მათე ღვინიანიძე (მიუნჰენ 1860)
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი), გოგიტა გოგუა (ნალჩიკი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო თბილისი), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (მაკაბი), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე), დავით სირაძე (ნალჩიკი), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი)