Buzzerbeater
BuzzerBeater
"BB" წარმოადგენს კალათბურთის ონლაინ მენეჯერს , რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ გუნდის მფლობელი და ითამაშოთ სხვა რეალურ ადამიანებთან ერთად . BB-ს მთელს მსოფლიოში თამაშობენ და ის უკვე მესამე სეზონია რაც არსებობს .
უკვე მოასწრო ჩამოყალიბება ქართულმა ლიგამაც რაც გვაძლევს საშვალებას ჩვენ , ფორუმელებს და არა მარტო ჩვენ ვითამაშოთ ერთმანეთში .
ყოველი სეზონის მიმდინარეობისას , პარალელურად იმართება თასის გათამაშება და
ჩემპიონთა თასი,რომელიც ახალი ტურნირია ამ თამაშში სადაც მონაწილეობას თითო ქვეყნიდან ღებულობს ჩემპიონი და თასის გამარჯვებული . შესაბამისად პარალელურად მიმდინარეობს სამი გათამაშება : თასი,ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა . შიდა ჩემპიონატში ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები 2 - 2 ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და თითოჯერ მეორე ჯგუფში მყოფ გუნდებს . შემდეგ ეტაპზე ანუ ანუ Play Off -ში გადიან გუნდები რომლებიც თავის ჯგუფებში 1-4 ადგილებს დაიკავებენ . შესაბამისი მეთოდით გასული გუნდები შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან , პირველ ადგილზე გასული მეოთხე ადგილზე გასულს შეხვდება , მესამე ადგილზე გასული გუნდი კი მეორე ადგილზე გასულ გუნდს . ამგვარი მეთოდით ისინი გაარკვევენ მათი ჯგუფის გამრჯვებულის ვინაობას რომელიც გავა ფინალში სადაც , იგივე მეთოდით გასულ მეორე ჯგუფის წარმომადგენელ გუნდს შეხვდება . სულ არსებობს ორი ჯგუფი , Big Eight და Great Eight . გუნდები თანაბრად არიან გადანაწილებული და ჯერ-ჯერობით პირველ სეზონს ატარებენ . ასევე ამ ტურნირების მსვლელობისას და შესვენებებისას შესაძლებელია ამხანაგური მატჩების დანიშნვაც .
თვითონ თამაშის წესები რა თქმა უნდა იგივეა რაც რეალურ კალათბურთში ...
პირველი აუცილებელი ნაბიჯი რამდენიმე მოთამაშის გაგდება ან გაყიდვაა — საკმარისია 10-12 კაცის დატოვება. მოთამაშეთა შერჩევისას თქვენ ასევე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მათი ხელფასითა და DMI-თ. ოდნავ მეტი ფულის მისაღებად დასაშვებია ბილეთებზე ფასების გაზრდა. ეს უნდა გააკეთოთ ეტაპობრივად — ყოველ თვეში ერთხელ. ფასების მკვეთრი ზრდისას თქვენ ფანატების ნაწილის დაკარგვის საფრთხე დაგემუქრებათ! თუ ბილეთების ფასი მაქსიმალური გახდა, ხოლო სარბიელი მაინც ივსება, დროა მის გაზრდაზე დაიწყოთ ფიქრი. რაც შეეხება სპეციალისტებს, არ ღირს ექიმის დაქირავება, მოიყვანეთ გუნდში 3-5 დონის PR-მენეჯერი და მეხუთე, ან უკეთესი დონის მწრთნელი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისდა მიხედვით.
სკაუტებზე სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში ოპტიმალური იქნება კვირაში $5000-ის დახარჯვა, შემდგომში კი სატურნირო მდომარეობისდა მიხედვით ხარჯების რაოდენობის ცვლილება. თუ პირველ ან მეორე ადგილზე იმყოფებით, მიზანშეწონილია ხარჯების შემცირება, 3-5 ადგილების შემთვევაში გაზარდეთ ხარჯები $10000-მდე, ხოლო თუ ცხრილის ფსკერზე იმყოფებით, სკაუტების ხარჯები შეგიძლიათ $20000-მდეც აწიოთ.
ვარჯიში
ცნობილია, რომ მოთამაშეებისთვის აუცილებელია კვირის განმავლობაში 48 სათამაშო წუთი მაინც, რათა მათ 100%-იანი ვარჯიში მიიღონ. ამავდორულად თუ კალათბურთელი კვირის განმავლობაში 96 წუთზე მეტს გაატარებს პარკეტზე, შეილება მკვეთრად დაეცეს მისი ფორმა! მოთამაშეები მიერ კვირის განმავლობაში მოედანზე გატარებული წუთების სანახავად უნდა შეხვიდეთ მენიუ მოთამაშეების (players) ქვეპუნქტ კვირის სტატისტიკებში (weekly stats).არსებობს ვარჯიშთა ის ტიპებიც, რომლებიც არ არიან დამოკიდებულნი მოთამაშეთა მიერ მოედანზე გატარებულ წუთებზე. ესენი არიან:
Form - ფორმის ვარჯიში
Free Throw - საჯარიმო ტყორცნების ვარჯიში
Stamina - გამძლეობის ვარჯიში
ვარჯიშების დანარჩენი ტიპები
Shoot Blocking - დაფარებები
Inside Defence - შიდა დაცვა (3-წამიან ზონაში)
Rebounding - მოხსნები
Inside Scoring - სროლები ახლო მანძილიდან
Jump Shoot - სროლები ნახტომში
Passing - პასები
One to on - მოტყუება “ერთი ერთზე”
Ball Handling - დრიბლინგი
Outside Shooting - შორეული ტყორცნები
Pressure - დრიბლინგი
Shoot Blocking: C -> PF ->SF
Shot Blocking, Inside Def, Rebounding
Inside Defence: C -> PF ->SF
Inside Def, Shot Blocking, Inside Shot
Rebounding: C + PF ან მთლიანი გუნდი
Rebounding, Inside Shot, Inside Def
Inside Scoring: C -> PF ->SF
Inside Shot, Inside Def, Jump Shot
Jump Shoot: მცველები (Guards) ან ფორვარდები (Forwards) ან მთლიანი გუნდი
Jump Shot, Jump Range, Driving
Passing: PG -> SG ან Team
Passing, Handling, Driving
One to on: ერთი მცველი (Guard) ან ფორვარდი (Forward) ან მთლიანი გუნდი
Driving, Handling, Inside Shot, Jump Shot
Ball Handling: PG -> SG -> SF
Handling, Driving, Outside Def, Passing
Outside Shooting: SG -> PG ან მთლიანი გუნდი
Jump Shot, Jump Range, Driving
Pressure: PG -> SG -> SF
Outside Def, Inside Def, Handling
განმარტება
ვარჯიში: პოზიცია “ა” -> პოზიცია “ბ”
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ავარჯიშოთ ან მხოლოდ “ა” პოზიცია, ანაც “ა” და “ბ” პოზიციები ერთად. თუმცა წვრთნის ეფექტიანობა უკანასკნელ შემთხვევაში ნაკლები იქნება.
პოზიცია “ა” + პოზიცია “ბ”
ორივე პოზიცია ერთნაირი ეფექტით იწვრთნება
პოზიცია “ა” ან პოზიცია “ბ”
თქვენ არ შეგიძლიათ ეს ორი პოზიცია ერთდროულად ავარჯიშოთ
გარდა ამისა, ცნობილია ერთი მეტად სასრგებლო ინფორმაციის შესახებაც: მოთამაშის სიმაღლე დადებით როლს თამაშობს მოხსნების და ახლო მანძილიდან სროლების წვრთნისას, ამადროულად ეს გავლენა ნეგატიურია დრიბლინგის ვარჯიშის შემთხვევაში. კალათბურთელის მცირე ასაკი ასევე დადებით როლს თამაშობს წვრთნის პროცესზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწვრთნელის დონესაც.
პ.ს. თუ სხვაგან უნდა გამეხსნა თემა?
მოდერატორს ვთხოვ თუ შეცდომით გავხსენი გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში