მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ხორვატების ჯგუფური შეფასება
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-08, 15:54 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ldquo;ჩვენ და საბერძნეთი ვიბრძოლებთ პირველი ადგილისთვის”, – მოკლედ და კონკრეტულად განაცხადა ხორვატიის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა index.hr-სთან კომენტარში.

ზოგადად, ხორვატულ პრესაში მხოლოდ კმაყოფილება ჩანს ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის წილისყრით. და საინტერესოა, რა კონტექსტში ახსენებენ საქართველოს? ბილიჩს საქართველოს ნაკრები არც უხსენებია, სამაგიეროდ,  index.hr-ს გველის ნაკბენივით ახსოვს მისი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია...

“1997 წელს სწორედ ქეცბაიას მკვლელმა გოლმა არ შეუშვა ზაგრების “დინამო” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ის კარგი ფეხბურთელი იყო, რომელმაც კვიპროსის “ანორთოსისში”, საბერძნეთის აეკ-სა და ინგლისურ “ნიუკასლში” მშვენიერი სეზონები გაატარა. მწვრთნელობაშიც ძლიერია: სწორედ ის გახლდათ “ანორთოსისის” თავკაცი – გუნდის, რომელმაც 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა და საკმაოდ ნორმალურადაც”.

ხორვატული საიტი წერს, რომ საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძეა, მაგრამ აღნიშნავს, რომ ნაკრებში ახალგაზრდების მოდინება დაიწყო – ნახსენებია ამირან სანაია, გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე, თუმცა, გამორჩათ (ან მოძველებული ინფორმაცია აქვთ) ჯანო ანანიძე.

“ყურადღება მივაქციოთ თავდამსხმელ ვლადიმერ დვალიშვილს, რომელმაც ზაფხულიდან მოყოლებული, ყველა ტურნირის ჩათვლით, 19 გოლი გაიტანა. ის ყველაზე ცნობილი ბომბარდირია ისრაელში, ჰაიფას “მაკაბიში” თამაშობს და საქართველოს ნაკრებში დებიუტი შარშან ჰქონდა” - წერს  index.hr.

და კვლავ ქეცბაიაზე, უფრო სწორედ ხორვატების კარში მის გატანილ მკვლელ გოლზე: 1997 წელს თემური აეკ-იდან “ნიუკასლში” რომ გადავიდა, მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი შინ 2:1 მოიგო, სტუმრად კი 119 წუთის გასვლის შემდეგ 1:2-ს აგებდა და ის იყო, პენალტების სერია უნდა დაწყებულიყო, როცა ქართველმა გოლი გაიტანა და ხორვატთა საამაყო გუნდი “მოკლა”.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010