მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ გიორგი მარკოიშვილთან
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-09, 15:36 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






სუპერლიგის მე-2 წრის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, შსს-მ, მეორე ადგილზე მყოფ და მატჩში ფავორიტად მიჩნეულ თსუ-ს სძლია. შეხვედრის მიწურულს, შსს-ს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა და “ძალოვანთა” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, თსუ-ს ყოფილმა კალათბურთელმა გიორგი მარკოიშვილმა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, “მსოფლიო სპორტი” სწორედ ამ მატჩის შემდეგ ესაუბრა.

- გუნდში მთავარ მწვრთნელად აჩიკო ჟღენტის მოსვლის შემდეგ, შსს-მ აშკარად მოუმატა. მწვრთნელმა რა შეცვალა?

- მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა სათამაშო ტაქტიკა. ჟღენტის მოსვლის შემდეგ ,გუნდი უფრო შეიკრა და ერთსულოვანი გახდა. გუნდიდან არავინ წასულა, მოსვლით კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, 223 სანტიმეტრი სიმაღლის სერგო ათუაშვილი დავიმატეთ. რაც შეეხება შედეგს, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალში ვითამაშეთ, თასზე ორი ქულით დავმარცხდით მომავალ ფინალისტ თსუ-თან. ამ ბოლო მარცხისთვის რევანში სუპერლიგის პირველივე მატჩში ავიღეთ.

- თსუ-სთან თასზე და ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების შესახებ რას გვეტყვით?

- ორივე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

- თასზე მატჩის დროს, თითქმის არ გითამაშიათ...

- ძველმა, მყესების ტრავმამ შემახსენა თავი და მატჩის ბოლომდე ამიტომ ვერ ვითამაშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ.

- რა მიზნებს ისახავს შსს მიმდინარე ჩემპიონატში?

- ჩვენი მიზანია სანახაობრივი კალათბურთი ვითამაშოთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

- ახლა ევროპის ჩემპიონატის იმ შესარჩევი ჯგუფის შესახებ გკითხავთ, სადაც პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, საქართველოს მოუწევს თამაში. ვის თვლით ამ ჯგუფში ფავორიტად?

- გაგვიმართლა, რომ იმ ჯგუფში არ მოვხვდით, სადაც იტალია თამაშობს. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, აქ გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ და აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც არის.



როლანდ ლაბუჩიძე


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-09, 19:09 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
სუპერლიგის მე-2 წრის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, შსს-მ, მეორე ადგილზე მყოფ და მატჩში ფავორიტად მიჩნეულ თსუ-ს სძლია. შეხვედრის მიწურულს, შსს-ს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა და “ძალოვანთა” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, თსუ-ს ყოფილმა კალათბურთელმა გიორგი მარკოიშვილმა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, “მსოფლიო სპორტი” სწორედ ამ მატჩის შემდეგ ესაუბრა. - გუნდში მთავარ მწვრთნელად აჩიკო ჟღენტის მოსვლის შემდეგ, შსს-მ აშკარად მოუმატა. მწვრთნელმა რა შეცვალა? - მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა სათამაშო ტაქტიკა. ჟღენტის მოსვლის შემდეგ ,გუნდი უფრო შეიკრა და ერთსულოვანი გახდა. გუნდიდან არავინ წასულა, მოსვლით კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, 223 სანტიმეტრი სიმაღლის სერგო ათუაშვილი დავიმატეთ. რაც შეეხება შედეგს, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალში ვითამაშეთ, თასზე ორი ქულით დავმარცხდით მომავალ ფინალისტ თსუ-თან. ამ ბოლო მარცხისთვის რევანში სუპერლიგის პირველივე მატჩში ავიღეთ. - თსუ-სთან თასზე და ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების შესახებ რას გვეტყვით? - ორივე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. - თასზე მატჩის დროს, თითქმის არ გითამაშიათ... - ძველმა, მყესების ტრავმამ შემახსენა თავი და მატჩის ბოლომდე ამიტომ ვერ ვითამაშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. - რა მიზნებს ისახავს შსს მიმდინარე ჩემპიონატში? - ჩვენი მიზანია სანახაობრივი კალათბურთი ვითამაშოთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. - ახლა ევროპის ჩემპიონატის იმ შესარჩევი ჯგუფის შესახებ გკითხავთ, სადაც პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, საქართველოს მოუწევს თამაში. ვის თვლით ამ ჯგუფში ფავორიტად? - გაგვიმართლა, რომ იმ ჯგუფში არ მოვხვდით, სადაც იტალია თამაშობს. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, აქ გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ და აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც არის. როლანდ ლაბუჩიძე

:) kaigi interviua


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010