მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
მორიგი დუბლი დვალიშვილის შესრულებით
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 04:34 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ისრაელის ჩემპიონ ჰაიფას “მაკაბის” ქართველი ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი კვლავაც შეუჩერებელია. საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელმა თავი ამჯერად ისრაელის თასის გათამაშებაში გამოიჩინა და კფარ საბას “ჰაპოელთან” შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

თასის 1/16-ფინალურ მატჩი ჰაიფას სტადიონზე შედგა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მაკაბელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრაში ანგარიში დვალიშვილის აქტიურობის წყალობით გაიხსნა. სტუმრებმა ქართველი ფორვარდი საჯარიმოში წააქციეს, პენალტი კი ზუსტად ისრაელის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში, ჩვენებურის უმთავრესმა კონკურენტმა არბეიტმანმა შეასრულა.

პირველ ტაიმშივე “ჰაპოელის” მცველმა დვალიშვილთან ჭიდილში ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, შემდეგ კი ლადომ თავადაც ზუსტად დაარტყა, თუმცა, ლაინსმენმა ოფსაიდი დააფიქსირა.

საბოლოოდ, დვალიშვილმა მეტოქის კარის დალაშქვრა 50-ე და 82-ე წუთებზე მოახერხა. ორივე შემთხვევაში, ჩვენებური ფლანგურ ჩაწოდებებს გამოეხმაურა და ჯერ თავით, შემდეგ კი ფეხით დასწრებაზე ითამაშა.

ქართველის შედეგიან დარტყმებს შორის კიდევ ერთი გოლი გადირმა გაიტანა, შედეგად კი “მაკაბიმ” მეტოქე 5:0 გაანადგურა. ვინაიდან 1/16-ფინალი ერთმატჩიანი გახლდათ, “მაკაბიმ” მერვედფინალის საგზური მიიღო და ტურნირის უმთავრეს ფავორიტად რჩება.

აქვე დავძენთ, რომ 2010 წლის განმავლობაში, ეს, დვალიშვილისთვის უკვე მეოთხე (!) დუბლია. წინა სამ ჯერზე მან ისრაელის უმაღლეს ლიგაში იხეირა, რისი წყალობითაც ჩემპიონატში 14 გოლი მოუგროვდა.



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010