მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ხიზანა სასტარტოში გამოჩნდა
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 04:39 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა ინგლისის ჩემპიონშიფის წევრ “რედინგის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მისმა გუნდმა კი მორიგი ტურის შეხვედრაში მძიმე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა.

“პლიმუთთან” საშინაო მატჩში “ხიზანა” 44-ნომრიანი მაისურით მასპინძელთა დაცვის ცენტრში გამოჩნდა და შეუცვლელად გაისარჯა, თამაშის გმირი კი რედინგელთა ფორვარდი შეინ ლონგი გახდა.

ამ უკანასკნელმა ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა, კარლ ფლეტჩერს საპასუხო გოლს კი უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხა და საბოლოოო ანგარიში – 2:1 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების წყალობით, “რედინგს” 29 მატჩში 29 ქულა მოუგროვდა და გასავარდნ 22-ე ადგილზე რჩება, თუმცა კი, სამშვიდობო ზონაში მყოფ “კრისტალ პალასს”, “სკანთორპსა” და “იფსვიჩს” ერთი ქულითღა ჩამორჩება.



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010