მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
17 წლამდელებთა ფრე ბელგიაში
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 14:57 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიელ თანატოლებთან და 1:1 დაასრულა. ქალაქ ტუბიცეს სტადიონზე გიორგი დევდარიანის გუნდი 22-ე წუთზე დაწინაურდა “საბურთალოს” გარემარბ ლევან კოშაძის გოლით, ბენილუქსელებმა კი, 65-ე წუთზე გაათანაბრეს.

“დევდარიანი კმაყოფილი დარჩა გუნდის თამაშით. ჩვენებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონიათ და მოგებაც შეეძლოთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლეგაშვილი, ხარაბაძე, გაგნიძე, ტვილდიანი, დოლიძე, პარუნაშვილი, პაპავა, ყაზაიშვილი, კოშაძე, ჭანტურია, სხირტლაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ფარჯიკია, არაბული, ხუბუა.

ხვალ ბელგიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდებიან  ერთმანეთს.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010