R1517GEO | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 14:57 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიელ თანატოლებთან და 1:1 დაასრულა. ქალაქ ტუბიცეს სტადიონზე გიორგი დევდარიანის გუნდი 22-ე წუთზე დაწინაურდა “საბურთალოს” გარემარბ ლევან კოშაძის გოლით, ბენილუქსელებმა კი, 65-ე წუთზე გაათანაბრეს. “დევდარიანი კმაყოფილი დარჩა გუნდის თამაშით. ჩვენებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონიათ და მოგებაც შეეძლოთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლეგაშვილი, ხარაბაძე, გაგნიძე, ტვილდიანი, დოლიძე, პარუნაშვილი, პაპავა, ყაზაიშვილი, კოშაძე, ჭანტურია, სხირტლაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ფარჯიკია, არაბული, ხუბუა. ხვალ ბელგიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ილია ნანობაშვილი
ერთად უკეთესია!
|
|
| |