მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ქართველებმა ინტერი იხსნეს
R1517GEOთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 04:56 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ინტერი ქართველებმა იხსნეს

ნიკოლოზ ნეფარიძე

ქართველებმა "ინტერი" იხსნეს - ეს აზერბაიჯანში ყველაზე პოპულარული საიტის, "აზერისპორტის" სათაურია. ჩემპიონატის ლიდერი "ინტერი" სუმგაითის "სტანდარდს" "ესტუმრა" (თამაში "შაფაზე" ჩატარდა) და დავით ოდიკაძის ერთადერთი გოლის წყალობით 1:0 მოუგო. ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდა გუნდის თავკაცი კახა ცხადაძე, რომელსაც დისკვალიფიკაცია დაუსრულდა. კარში გიორგი ლომაია იდგა, დაცვაში კი გიორგი ნავალოვსკის დებიუტი შედგა, მარჯვენა ფლანგზე 85-ე წუთამდე დავით ოდიკაძე ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ "სტანდარდი" ცხადაძის ყოფილი გუნდია, ახლა კი მას კახასთვის კარგად ნაცნობი ბუიუქაღა ჰაჯიევი წვრთნის. მასპინძელთა რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს სერგი ორბელაძემ და გიორგი სეთურიძემ, დავით ჭიჭვეიშვილი კი სათადარიგო იყო და მას თამაში არ მოუწია. პირველ ტაიმში ლომაიამ ორჯერ იხსნა გუნდი გოლისგან, ხოლო ნავალოვსკის შესანიშნავი შანსი შეექმნა, მაგრამ "ანჟის" ფეხბურთელმა, რომელიც ბაქოში იჯარით თამაშობს, ეს შანსი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში ლომაიამ კიდევ ორჯერ იხსნა "ინტერი", ამ დროს ლიტველმა მცველმა პაულიუს პახნისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ლიდერი 10 კაცის ამარა დატოვა. აი, სწორედ აქ იყოჩაღა ოდიკაძემ და 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა. "სტანდარდი" შტურმზე გადავიდა და ლომაიამ, რომელიც უდავოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, კიდევ ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი. ცხადაძის გუნდმა ძალზე რთული, მაგრამ დამსახურებული 3 ქულა მიითვალა. "ფეხბურთელებმა ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ რეალიზაციის კუთხით მოვიკოჭლებთ. წინ გაცილებით მნიშვნელოვანი თამაშები გველის, უნდა მოვემზადოთ", - განაცხადა ცხადაძემ თამაშის შემდეგ. "ინტერი" 19 თამაშიდან 42 ქულით ლიდერობს, "სტანდარდი" კი 10 ქულით ბოლოსწინაა.

ბაქოურმა დერბიმ "ნეფთჩისა" და "ბაქის" შორის ვერ გამოიწვია სათანადო ინტერესი, რესპუბლიკურ სტადიონზე თამაშს 300 მაყურებელი დაესწრო. ვალერი აბრამიძემ 90 წუთი ითამაშა მასპინძელთა რიგებში, შეხვედრა კი 1:1 დასრულდა. "ნეფთჩი" 31 ქულით მე-6 ადგილზეა.

"გაბალამ" შინ "თურანს" 1:0 მოუგო, გოგა ბერაიამ 90 წუთი ითამაშა, რევაზ გეწაძე სათადარიგო იყო. "გაბალა" 32 ქულით მე-5 ადგილზეა. საინგილოში "სიმურგმა" "ხაზართან" 1:2 წააგო. მასპინძელთა სამივე ქართველმა სასტარტოში ითამაშა, დავით ბოლქვაძე 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კახა ჩხეტიანმა და რომან ახალკაცმა მოედანზე ბოლომდე დაყვეს. "სიმურგი" 28 ქულით ოდენ მეშვიდეა. დავით სვანიძის "მუღანი" შინ 0:1 დამარცხდა "ოლიმპიკთან". სვანიძემ შეუცვლელად ითამაშა. სტუმართა რიგებში მეორე ტაიმში რომან გოგინაშვილი და ნუგზარ კვირტია ვიხილეთ.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ხუთშაბათი, 2010-თებ-11, 12:02 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






:D sainteresoa

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010