მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
გადაწყდა: 13-ში ამხანაგური გერმანიასთან
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 01:39 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ლევან ჯანეზაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის თქმით, საბოლოოდ გადაწყდა გერმანიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარება. ამ თემაზე მკითხველი წინა დღეებშიც იყო ინფორმირებული. ვწერდით, რომ შეხვედრა მარტის პირველ ნახევარში გაიმართებოდა, ახლა კი დაზუსტებითაა ცნობილი, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი გერმანელებთან ძალებს 13 მარტს მოსინჯავს.

მატჩი გერმანიაში ჩატარდება, გასარკვევია მხოლოდ შეხვედრის გამართვის ადგილი. გერმანიის საფეხბურთო კავშირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამის შესახებ რამდენიმე დღეში აცნობებს.

მართალია, საქართველოს ნაკრები სხვა ფორმაციის გუნდს შეხვდება, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ გერმანელმა 17-წლამდელებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. ქართველთათვის ეს სპარინგი უდავოდ სასარგებლო გამოდგება. იმ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი მოახლოებული იქნება და ჩვენი გუნდის მომზადების დონე გერმანიაში კარგად გამოჩნდება. გერმანიიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, სავარაუდოდ, ავსტრიაში გადაინაცვლებს, სადაც ელიტრაუნდის წინ ბოლო შეკრებასა და სპარინგმატჩებს ჩაატარებს. ავსტრიიდან კი ჩვენი გუნდი ჩეხეთში გადავა და ელიტრაუნდში ჩაერთვება.

როგორც იცით, ქართველი 17-წლამდელები ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან, სადაც გუშინწინ მასპინძელთა ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს. ბელგია-საქართველოს მეორე ამხანაგური შეხვედრა დღეს გაიმართება.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 02:51 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
როგორც იცით, ქართველი 17-წლამდელები ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან, სადაც გუშინწინ მასპინძელთა ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს. ბელგია-საქართველოს მეორე ამხანაგური შეხვედრა დღეს გაიმართება.

good


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010