მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
უმაღლესი ლიგის ტური კვლავ გადაიდო
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 14:24 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-3 წრის XX ტურის სამი შეხვედრა დიდთოვლობის გამო  გადაიდო.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” პროფესიული ფეხბურთის ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარემ, ნოდარ კაკულიამ აცნობა.

12 თებერვალს, რუსთავში, “ფოლადზე” ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და თბილისის “დინამო” უნდა შეხვედროდნენ, ხოლო გლდანში, “ამერის” სტადიონზე “გაგრა”- “ვიტ ჯორჯიას”. ნოდარ კაკულიას განცხადებით, ეს ორივე მატჩი გადაიდო. გარდა ამისა, 13 თებერვალს “მიხეილ მესხზე” არც თბილისის “ლოკომოტივისა” და რუსთავის “ოლიმპის” დაპირისპირება შედგება. ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობს მატჩი ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი “ბაია” ცხინვალის “სპარტაკს” მასპინძლობს. 13 თებერვალს კი სამტრედიაში, “სამტრედიასა” და  “ზესტაფონს” შორის თამაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ თოვლისგან სტადიონის ვერგაწმენდა გახდა ექვს და შვიდ თებერვალს დანიშნული მე-19 ტურის ორი მატჩის - “ოლიმპი”-“ბაიასა” და “ვიტ ჯორჯია”-“სამტრედიას” გადადების მიზეზიც.  

თუ როდის ჩატარდება გადადებული შეხვედრები, ჯერჯერობით უცნობია.



ლაშა თაბაგარი



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 16:07 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
“ოლიმპი”-“ბაიასა” და “ვიტ ჯორჯია”-“სამტრედიას

ooo bravo


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010