R1517GEO | თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 15:35 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, თუ რა შემადგენლობას გამოიძახებდა თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მარტისთვის. ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ქეცბაიას სანაკრებო დებიუტი შედგება მთავარი მწვრთნელის რანგში და დღეს მან ფეხბურთელთა 21-კაციანი სიაც დაასახელა. ძველი გვარდია ისევ საქმეში იქნება: ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა ზოგიერთი ის ფეხბურთელი, რომლებსაც ექტორ რაულ კუპერი არ იძახებდა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ? სიაში განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში მოთამაშე ლეგიონერების სიმრავლე - მესამედზე მეტი, 8 ფეხბურთელია გამოძახებული რუსეთიდან. რამდენიმე მოთამაშე დაუთმო ეროვნულის თავკაცმა ახალგაზრდულ ნაკრებს, რადგან, გეცოდინებათ, 3 მარტს ოთარ გაბელიას გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ელის თბილისში ესტონეთის 21-წლამდელებთან. აი, ქეცბაიას რჩეულებიც: მეკარეები: გიორგი ლომაია (“ინტერი”, აზერბაიჯანი), ნუკრი რევიშვილი (“ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია (“დინამო” თბილისი); მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - “რუბინი”, რუსეთი), მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (“რედინგი”, ინგლისი), კახა კალაძე (“მილანი”, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), გიორგი შაშიაშვილი (“ერგოტელისი”, საბერძნეთი), გურამ კაშია (“დინამო” თბილისი), ილია კანდელაკი (“შტურმი”, ავსტრია); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი (“ჰაპოელი” თელ-ავივი, ისრაელი), გოგიტა გოგუა (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია); თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (“მაკაბი” ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (“ვოივოდინა”, სერბეთი), ოთარ მარცვალაძე (“ვოლგა”, რუსეთი). ილია ნანობაშვილი
ერთად უკეთესია!
|
|
| |
mixeilius | თარიღი: შაბათი, 2010-თებ-13, 00:27 | შეტყობინება # 2 | გაზიარება |
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 103 წევრი No.: 8 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| vaaaaa ai es qecbas gundia mshvenieria
LIVERPOOL & MANCHESTER CITY
|
|
| |