მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ქცებაიამ საესტონოდ რაზმი გაამზადა
R1517GEOთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-12, 15:35 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ქართველი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, თუ რა შემადგენლობას გამოიძახებდა თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მარტისთვის. ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში ქეცბაიას სანაკრებო დებიუტი შედგება მთავარი მწვრთნელის რანგში და დღეს მან ფეხბურთელთა 21-კაციანი სიაც დაასახელა.

ძველი გვარდია ისევ საქმეში იქნება: ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში დააბრუნა ზოგიერთი ის ფეხბურთელი, რომლებსაც ექტორ რაულ კუპერი არ იძახებდა. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ?  სიაში განსაკუთრებით თვალშისაცემია რუსეთში მოთამაშე ლეგიონერების სიმრავლე - მესამედზე მეტი, 8 ფეხბურთელია გამოძახებული რუსეთიდან.

რამდენიმე მოთამაშე დაუთმო ეროვნულის თავკაცმა ახალგაზრდულ ნაკრებს, რადგან, გეცოდინებათ, 3 მარტს ოთარ გაბელიას გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ელის თბილისში ესტონეთის 21-წლამდელებთან.

აი, ქეცბაიას რჩეულებიც:

მეკარეები:
გიორგი ლომაია (“ინტერი”, აზერბაიჯანი), ნუკრი რევიშვილი (“ანჟი”, რუსეთი), გიორგი ლორია (“დინამო” თბილისი);

მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - “რუბინი”, რუსეთი), მალხაზ ასათიანი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), ზურაბ ხიზანიშვილი (“რედინგი”, ინგლისი), კახა კალაძე (“მილანი”, იტალია), ალექსანდრე ამისულაშვილი (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), გიორგი შაშიაშვილი (“ერგოტელისი”, საბერძნეთი), გურამ კაშია (“დინამო” თბილისი), ილია კანდელაკი (“შტურმი”, ავსტრია);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (“დნიპრო”, უკრაინა), ლევან კობიაშვილი (“ჰერტა”, გერმანია), ზურაბ მენთეშაშვილი (“ჰაპოელი” თელ-ავივი, ისრაელი), გოგიტა გოგუა (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), ალექსანდრე იაშვილი (“კარლსრუე”, გერმანია);

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (“მაკაბი” ჰაიფა, ისრაელი), დავით სირაძე (“სპარტაკი” ნალჩიკი, რუსეთი), გიორგი მერებაშვილი (“ვოივოდინა”, სერბეთი), ოთარ მარცვალაძე (“ვოლგა”, რუსეთი).



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: შაბათი, 2010-თებ-13, 00:27 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






vaaaaa ai es qecbas gundia mshvenieria :)

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010