მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
R1517GEOთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 02:12 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ახლო წარსულში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგა გახოკიძე, გეცოდინებათ, საფეხბურთო აგენტია და გიორგი ქინქლაძესთან ერთად საქმიანობს. გოგა იანვრის შუა რიცხვებში წავიდა თურქეთში და რამდენიმე დღეა რაც თბილისში დაბრუნდა - თურქეთში ვიზიტის მიზანი კი, მგონი, საკითხავიც არაა: იქაურობა სავსე იყო და ახლაც სავსეა სხვადასხვა კლუბებით, რომლებიც მოსამსაზადებელ შეკრებებს გადიან.

სატრანსფერო სიახლეები, ქართველი ფეხბურთელების უცხოურ კლუბებში წასვლისას შექმნილი პრობლემები, ზოგადად აგენტის სირთულეები - “მსოფლიო სპორტი” გახოკიძეს დაუკავშირდა და ამ თემებზე ესაუბრა:

- თქვენი კომპანია არცთუ დიდი ხნისაა, მაგრამ ბევრ ფეხბურთელთან გაქვთ გაფორმებული კონტრაქტები…

- ეს ჯერ კიდევ ცოტაა, გაცილებით დიდი გეგმები გვაქვს. აგენტობა იგივე ბიზნესია და ბევრნი გატყუებენ. ფაქტობრივად, 80 პროცენტი შენს გაცურებას ცდილობს. ასე იყო და ასეა, მეც ბევრჯერ მოვტყუვდი და ჭკუა ვისწავლე.

- კერძოდ რას გულისმობთ?

-  იყო შემთხვევები, ფეხბურთელისთვის კლუბზე ვმუშაობდი, გავფრინდი, ყველაფერი შევათანხმე მხარეებთან და აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ფეხბურთელს სხვა აგენტთან ჰქონია საქმე. ამიტომაც, მეგობრული შეთანხმება არ გამოდის, ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმებაა აუცილებელი.

- ამჟამად ვინ არის თქვენი კომპანიის ყველაზე ცნობილი კლიენტი?

- ლადო დვალიშვილი. ასევე, შოთა და გურამ კაშიები, ვახტანგ კვარაცხელია, კიდევ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა. ახლა საზღვარგარეთიდან კიდევ 4 ფეხბურთელი გააფორმებს ჩვენთან კონტრაქტს. ჩვენ ხომ უცხოელ ფეხბურთელებზეც ვმუშაობთ.

- დვალიშვილზე ცალკე გკითხავთ:  დღესდღეობით რამდენია ლადოს ფასი და რაიმე სიახლე ხომ არაა მის შესაძლო ტრანსფერზე?

- ჩემპიონთა ლიგაში ლადოს “მაკაბი” მიუნხენის “ბაიერნს” რომ ხვდებოდა, ბელგიური “ანდერლეხტის” პრეზიდენტის სიძე და მისი ქართველი პარტნიორი ჩავიყვანე თამაშის საყურებლად. “ანდერლეხტის” პრეზიდენტის სიძეს მძლავრი სააგენტო აქვს ბელგიაში და მასთან ძალიან მჭიდრო დამოკიდებულება გვაქვს. ცხადია, მათ ადრევე იცოდნენ დვალიშვილზე და “ბაიერნთან” თამაშის შემდეგ ფასზეც წავიდა საუბარი. “მაკაბიმ”, 2 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გავყიდითო, რაც იმ დროისთვის ცოტა გადამეტებული ეჩვენათ ბელგიელებს, რადგან ფეხბურთელი სულ 4 თვის გადასული იყო “მაკაბიში”. თუმცა დღეს ლადო უფრო ძვირი ღირს, რადგან გოლების გატანას მოუხშირა.

- “ანდერლეხტის” გარდა, დვალიშვილი კიდევ რომელ გუნდებს აინტერესებთ?

- იყო ინტერესი იტალიური “პარმადან” და “ლაციოდან”, ასევე, ჰოლანდიის საუკეთესო კლუბებიდან. ვნახოთ, ზაფხულიც მოვა.

- საუბარია გურამ კაშიას ჰოლანდიურ პსვ-ში ან “ანდერლეხტში” გადასვლაზეც. კონკრეტულად რა ხდება?

- 15 თებერვალს ჰოლანდიაში მივფრინავ, სადაც შოთა არველაძემ დამპატიჟა ქინქლაძესთან ერთად. 18-ში ერთად უნდა ვუყუროთ “ამსტერდამ არენაზე” “აიაქსი”-“იუვენტუსის” თამაშს. ცხადია, საქმიანი შეხვედრებიც მექნება. სხვათა შორის, ორივე კაშიაზეა მოთხოვნა და ვნახოთ, არაა გამორიცხული, მარტშიც განხორციელდეს ტრანსფერი.

ერთიც, “ანდერლეხტის” პრეზიდენტის სიძე და მისი ქართველი პარტნიორი, ასევე, პსვ-სა და “ფეიონოორდის” წარმომადგენლები ბელგია-საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგურ მატჩებს დაესწრნენ და არაა გამორიცხული, რომელიმე ქართველი ბიჭი მოეწონოთ.     

- როგორც ვიცით, 17 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარლამოვი თქვენი ნათესავია და ერთი თვის წინ შოთა არველაძემ თქვა, შესაძლოა, ესპანურ კლუბში წავიყვანოთ გასასინჯადო. ამ მხრივ რა სიახლეა?

- გიორგი ადრე ჰოლანდიურ “ტვენტეში” მყავდა და ძალიან მოეწონათ, მაგრამ ახლა ვერ ვარჯიშობს. ექიმებმა უთხრეს, გულზე გაქვს პრობლემებიო, ამ რამდენიმე დღის წინ კი სხვა ექიმს გაასინჯეს და მან ვერაფერი ცუდი ვერ აღმოაჩინა. გიორგი ამსტერდამში ჩემთან ერთად წავა და იქ საფუძვლიანად გამოუკვლევენ გულს. მთავარია, ვარჯიში დაიწყოს - ძალიან ნიჭიერი ბიჭია და მენანება, ამდენი დრო რომ უცდება.

- ვახტანგ ფანცხავა და ლაშა თოთაძე უნგრულ “დიორ ეტოში” თქვენ ჩაიყვანეთ. მათ ოფიციალურად გაუფორმეს კონტრაქტი?

- თოთაძის საკითხი გადაწყვეტილია - აიყვანეს. ფანცხავას კი ყოფილ კლუბთან, ფრანგულ “ლე მანთან” აქვს რაღაც ფორმალობები მოსაგვარებელი და დღე-დღეზე გაირკვევა მისი საკითხი. სხვათა შორის, “დიორმა” ჩემი ჩაყვანილი ბრაზილიელი ფეხბურთელიც შეიძინა - ნიკოლასი, რომელიც ბელარუსის “მტზ-რიპოში” თამაშობდა.

- ყველაზე საინტერესო შესაძლო ქართულ ტრანსფერზე გკითხავთ: როგორც ვიცით, ლევან ყენიას რუსულ “ზენიტში” გადასვლაზე ქინქლაძეცაა ჩართული...

- დიახ, ასეა. ლევანი აუცილებლად “ზენიტში” გააგრძელებს კარიერასო, ჯერ ასე არაა საკითხი მომწიფებული. საუბარი მიდის ფინანსურ მხარეზე - “შალკემ” თანხა დაასახელა, ახლა კი “ზენიტის” ჯერია. ამაზე უკვე ეწერა თქვენს გაზეთს.

- ისე, ყენიას გარშემო დიდი უკმაყოფილებაა, რატომ მიდის გერმანიიდან რუსეთშიო. საინტერესოა თქვენი ხედვა, უფრო “შიგნიდან” გეცოდინებათ - რუსეთში ქართველ ფეხბურთელებს ცუდად უყურებენ?

- არა, რატომ? რომელ ქართველ ფეხბურთელს შეუშალეს ხელი რუსეთში ან ვინ დაჩაგრეს? იქ მოთამაშე ჩვენი ბიჭებიდან ვისთანაც მილაპარაკია, მსგავსი რამ არავის დაუჩივლია. ვინც იმსახურებს, ყველა თამაშობს. ისე, თუ ევროპაში ფეხი გაქვს მოკიდებული, რუსეთში წასვლა არ უნდა მოგინდეს. პირადად მე ასე ვიყავი: მერჩივნა პსვ-ში ორჯერ ნაკლები ხელფასი მქონოდა, ვიდრე რუსეთის თუნდაც საუკეთესო კლუბში წავსულიყავი.

- გასაგებია, მაგრამ უფრო მეტად რის გამო არ ღირს რუსეთში წასვლა?

- უპირველესად, გეოგრაფიული თვალსაზრისით. იმდენი ფრენა გიწევს გასვლით თამაშებზე წასასვლელად, რომ დაიღლები.

- საინტერესოა, რატომ არ არის დაინტერესება ქართველი ფეხბურთელების მიმართ თურქეთიდან. მეზობელი ქვეყანაა და  რამდენი წელია, მათ სუპერლიგაში ქართველი არ გამოჩენილა…

- ეს მართლაც საინტერესოა. არადა, ბოლო თვეებშიც იყო დიდი შანსი იმისა, რომ თურქულ კლუბში გადასულიყო ქართველი. თანაც,  არაერთი. მაგრამ ჩამოდიოდა  გუნდის სკაუტი თამაშზე და ჩვენი ფეხბურთელი მაინცდამაინც იმ მატჩს ვერ ატარებდა კარგ დონეზე.

- თურქულ კლუბებთან თუ აქვს თქვენს კომპანიას მჭიდრო კავშირი?

- რა თქმა უნდა. და სულაც არაა გამორიცხული, მალევე ვიხილოთ ქართველები რომელიმე თურქულ გუნდში. კონკრეტულად ჯერ არაფერია, თორემ არ დავმალავდი. აქ რეკლამის საკითხიცაა: ხომ ხედავთ, დვალიშვილმა “მაკაბიში” ისე გაიბრწყინა, რომ ისრაელში ქართველ ფეხბურთელებზე მოთხოვნა გაჩნდა. ფაქტობრივად, ლადომ გაუმართა ხელი ჩვენს ბიჭებს…

- რამდენადაც ვიცით, რუსთავის “ოლიმპის” ბრაზილიელ ანდერსონ აკინოსაც აკვირდებოდა “ტრაბზონსპორი”...

- დიახ, “ტრაბზონსპორის” წარმომადგენელს პირადად დავხვდი თბილისში. რა გაეწყობა, ვერ მოაწონა აკინომ თავი თურქებს. ისე, ძალიან მიკვირს, ბრაზილიელი ფეხბურთელები საქართველოში სათამაშოდ რომ ჩამოდიან. რა ხიბლავთ აქ, ხელფასი თუ სათამაშო დონე, ვერ გამიგია. ვიცი, რომ აკინოს 10 ათასს არ უხდიან, ბევრად ნაკლები არც ბრაზილიაში ექნებოდა.

- და ერთიც, ქინქლაძეს კონკრეტულად რომელი ქვეყნის კლუბებთან აქვს მჭიდრო კავშირები?

- ძირითადად, რუსეთსა და ინგლისში. გიორგის იმხელა ავტორიტეტი აქვს ამ ქვეყნებში, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელზე ჩამოუგდებს სიტყვას,  თვალდახუჭულს ენდობიან. კომპანიაში სულ ოთხნი ვართ: მე, ქინქლაძე, დავით ყენია და ბესო აბაშიძე. აგენტობა ისეთი სფეროა, სადაც ნდობა 100-პროცენტიანი უნდა იყოს და ჩვენ სწორედ ასე ვართ.



ილია ნანობაშვილი



ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 16:15 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (R1517GEO)
- 15 თებერვალს ჰოლანდიაში მივფრინავ, სადაც შოთა არველაძემ დამპატიჟა ქინქლაძესთან ერთად. 18-ში ერთად უნდა ვუყუროთ “ამსტერდამ არენაზე” “აიაქსი”-“იუვენტუსის” თამაშს. ცხადია, საქმიანი შეხვედრებიც მექნება. სხვათა შორის, ორივე კაშიაზეა მოთხოვნა და ვნახოთ, არაა გამორიცხული, მარტშიც განხორციელდეს ტრანსფერი.

moklet ra


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010