მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
იმერლებმა ერთმანეთი გაავარჯიშეს
alligator2591თარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 20:21 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01






მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადებისას, პირველი ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა, ქუთაისის “ტორპედო-2008”-მ. რიონისპირელები ამჯერად საჩხერეს ესტუმრნენ და იქაურ “ჩიხურას” ესპარინგნენ. მატჩი ფრედ - 1:1 დამთავრდა და როგორც “მსოფლიო სპორტს” ქუთაისელთა პრეს-ატაშე რამაზ ჩხიკვაძემ შეატყობინა, სტუმართაგან ექს-სამტრედიელმა ლაშა ვაშაკიძემ საჯარიმო დარტყმიდან გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

“ტორპედო-2008”-ის მწვრთნელთა სამეულმა (იასონ ბზიკაძე, გია გიგატაძე, გიორგი სუხიაშვილი) გუნდს მატჩი ასეთი შემადგენლობით დააწყებინეს: კუჭუხიძე, ბესიკ ხაჭიპერაძე, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ჭანკვეტაძე, ხანიშვილი, ლომაშვილი, ხუციძე, კვერნაძე, ვაშაკიძე, კირკიტაძე. მე-2 ტაიმში შევიდნენ - მიგინეიშვილი, ბექა ჩხეტიანი, გივი ჩხეტიანი, ბიბილეიშვილი, ცნობილაძე.

დიდი ალბათობაა, ამ გუნდებმა უახლოესი სპარინგიც ერთმანეთში ითამაშონ და კვლავ საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე. იმდენად ცუდ მდგომარეობაშია ქუთაისსა და მის ახლომდებარე სტადიონების სათამაშო გაზონი, რომ მხოლოდ მათ არჩევანზე რომ იყოს დამოკიდებული, “ავტოქარხნელები” სხვაგან ბურთის საგორებლად ფეხსაც არ გაადგამდნენ.

 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 20:29 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






Quote (alligator2591)
1:1

fu torpedo ra ro ver ugebs xhixuras?


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010