მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა აშენ
mixeiliusთარიღი: კვირა, 2010-თებ-14, 23:32 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რის შედეგადაც 21 წლის ქართველი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიღუპა, საქართველოს დელეგაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თანადგომის წერილებს იღებს. შაბათს დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა მოინახულა, მოგვიანებით კი პრეზიდენტმა ვანკუვერის მთავარ პრეს-ცენტრში მედიისათვის ბრიფინგი გამართა. სააკაშვილმა ქუმარიტაშვილების ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. პრეზიდენტის თქმით, ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასა აშენდება.<br />
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის მიხდვით, მიხეილ საკაშვილმა ბრიფინგზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მიმაჩნია, რომ მიუხედავად ამ საშინელი შემთხვევისა, ჩვენი გუნდის ვანკუვერში დარჩენა და ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან ოლიმპიური მოძრაობა გაუტეხავი ძალაა. ფატალური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. სპორტში შეცდომები ხდება, თან ჩვენ იმ სახეობაზე ვსაუბრობთ, რომელიც სახიფათოდ ითვლება. ამიტომაც არ შეიძლება ნოდარის სიკვდილი გამოუცდელობას მიეწეროს. იგი უდიდესი ტალანტის მქონე ათლეტი იყო.<br />
მის მშობლიურ ბაკურიანში აუცილებლად ავაგებთ ახალ საციგაო ტრასას და მას ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელს მივანიჭებთ. ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლებს რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე. მათი თქმით, ნოდარმა მათ ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკა და უთხრა, რომ მისით ეამაყათ. ჩვენი ათლეტი საქართველოს ისეთი კუთხიდან იყო, სადაც ზამთრის სპორტს უდიდესი ტრადიციები გააჩნია. მისი მამა მოციგავე გახლდათ, ბიძა კი მწვრთნელი, რომელიც 6 წლის მანძილზე ავარჯიშებდა საფრანგეთის ნაკრებს.
რა იყო უისტლერში დატრიალებული უბედურების მიზეზი და მიუძღვის თუ არა ბრალი საორგანიზაციო კომიტეტს? დღეს, ამაზე ვანკუვერში ბევრს საუბრობენ. რამდენადაც ვიცი, სპორტსმენებისგან და მწვრთნელებისგან არაერთხელ იყო თხოვნა დამცავი კედლების ამაღლებაზე... კარგია, რომ ამას აწი მაინც გაითვალისწინებენ. ვფიქრობ უპრიანი იქნება, თუ კომპეტენტურ ხალხსა და სპორტსმენებს უფრო მეტს მოვუსმენთ და დავუჯერებთ. ნუ გავაკეთებთ აქამდე გასაკეთებელს მას მერე, რაც ურემი გადაბრუნდება”.
პრესკონფერენციაზე ქართველი ოლიმპიელების სახელით განცხადება ოთარ ჯაფარიძემ (ფიგურული სრიალი) გააკეთა: ”ბუნებრივია ყველანი შოკირებულნი ვართ. ეს ჩვენი კარიერის უმძიმესი, მაგრამ ამავე დროს უმაღლესი მწვერვალი და წუთებია, რადგან გარშემომყოფთა უდიდეს სოლიდარობას ვგრძნობთ. საქართველოს გუნდი ვანკუვერში ასპარეზობას ჩვენი კოლეგისა და მეგობრის ნოდარის ხსოვნას მიუძღვნის და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ”.


LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
mixeiliusთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:30 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 ჯგუფი: მოდერატორი
 შეტყობინება: 103
 წევრი No.: 8
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






memgoni dzalian kargi saqmea

LIVERPOOL & MANCHESTER CITY
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010