მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
სიონი და სპარტაკი დასჯილები არიან
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:40 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სადისციპლინო კომიტეტმა, ბოლნისის “სიონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” შორის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში გამართული მატჩის შედეგი (0:1) გააუქმა.

როგორც “მსოფლიო სპორტს” სადისციპლინო კომიტეტის წევრმა თემურ ღაღანიძემ განუცხადა, “დისციპლინარებმა” ორივე გუნდი არასპორტულ საქციელში დაადანაშაულეს და ამ მატჩში ორივე მათგანს ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვალა. გარდა ამისა, ბოლნისელებსაც და ცხინვალელებსაც ჯარიმის სახით 1000-1000 ლარის გადახდა მოუწევთ. ღაღანიძის თქმით, კომიტეტმა ჩათვალა, რომ “სიონისა” და “სპარტაკის” ფეხბურთელებმა მოედანზე საქმისადმი ზერელე მიდგომა და უმოქმედობა გამოავლინეს. მათი აზრით, მატჩის მონაწილეებს სპორტული ჟინი არ ეტყობოდათ.

მატჩის განხილვას, ცხინვალელთა მხრიდან “სპარტაკის” პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი და კლუბის დირექტორატის წევრი ჯემალ ჭიპაშვილი დაესწრნენ. “სიონის” ინტერესს კი, ბოლნისელთა გენერალური დირექტორი ნუგზარ ლომთაძე იცავდა.

შეგახსენებთ, რომ “სიონისა” და “სპარტაკის” შეხვედრა 5 თებერვალს, რუსთავში სტადიონ “ფოლადზე” გაიმართა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მე-3 წრის 21-ე ტურის მატჩი თბილისის “დინამოსა” და ცხინვალის “სპარტაკს” შორის, ეროვნულ სტადიონზე, 16 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს შედგება. ამის თაობაზე “მსოფლიო სპორტს” პროფლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ კაკულიამ განუცხადა.



ლაშა თაბაგარი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010